ტრაგედია ბრიუსელში - ტერაქტის გამო ბელგიისა და შვედეთის ნაკრებების მატჩი შეწყდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბრიუსელში ბელგიასა და შვედეთს შორის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურის მატჩის წინ ტერორისტმა, რომელიც არაბულ ენაზე ლაპარაკობდა, კალაშნიკოვის ავტომატით ორი შვედი გულშემატკივარი მოკლა, ერთი კი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მატჩი შესვენებაზე გუნდებთან პოლიციის განხილვის შემდეგ შეწყდა (ანგარიში 1:1 იყო). იმ მომენტში გადაწყვიტეს, რომ მაყურებლებს სტადიონი არ უნდა დაეტოვებინათ. განსაკუთრებულ რისკს ის წარმოადგენდა, რომ არენაზე დაახლოებით 700 შვედი იმყოფებოდა.

შვედეთის ნაკრების მწვრთნელმა იანე ანდერსონმა განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ მხოლოდ შესვენებაზე შეიტყვეს და ორივე გუნდმა თამაშის გაგრძელება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

La
Derniere Heure-ს ცნობით, ტერორისტის ვინაობა დაადგინეს - ის ტუნისელი ლასუედ აბდესლამია (ფსევდონიმი Slayem Slouma), რომელმაც ბელგიაში თავშესაფარი მოითხოვა.

ბრიუსელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ხოლო საფრანგეთმა ბელგიასთან საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ევროპა იმკის იმას როგორც აჯეჯილებენ ამ უჯიშოებს. ქართველებს არ ახარებენ და ამათ ელაქუცებიან, აი შედეგიც.
კოტე
11:38 17-10-2023
2
ის ტერორისტი ტუნისიდან ბელგიაში ავტომატით ჩავიდა?!
aburjga
11:19 17-10-2023
0

სიახლეები პოპულარული