ევრო 2024-ის 13 მონაწილე ცნობილია - ყაზახეთი შანსს ინარჩუნებს

AutoSharing Option
ჩატარდა ევროპის ჩემპიონატის საკვლიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურის მატჩები და ევრო 2024-ის საგზური კიდევ ორმა გუნდმა მოიპოვა - ალბანეთმა და დანიამ.

უკვე ცნობილია ევროპირველობის 13 მონაწილე: გერმანია (მასპინძელი), ალბანეთი, დანია, ავსტრია, ინგლისი, ბელგია, უნგრეთი, ესპანეთი, შოტლანდია, პორტუგალია, თურქეთი, საფრანგეთი და სლოვაკეთი.

ტურნირზე გასვლის შანსი აქვს ყაზახეთს, რომელიც H ჯგუფში 18 ქულით მესამე ადგილზეა და მეორეადგილოსან სლოვენიას 1 ქულით ჩამორჩება. ეს გუნდები ერთმანეთს 20 ნოემბერს ლიუბლიანაში შეხვდებიან და ყაზახებს მიზნის მისაღწევად სტუმრად გამარჯვება სჭირდებათ.

იმ შემთხვევაში, თუ ყაზახეთი ჯგუფიდან გავა, მარტში ჩასატარებელ
ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები შეიცვლება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ალბანეთი უკვე მეორედ გავიდა ევროპაზე, მოლდოვას და ყაზახეთს რეალური შანსი აქვთ გასვლის, ესეთი რამ ჯგუფურზე სიზმრადაც არ დაგვსიზმრებია:(((
30 წელი თან ამის მოლოდინში, რომ ვარ, მგონი უკვე აღარაფრად მიმაჩნია ევროზე გასვლა, უბრალოდ სირცხვილია მართლა ჩვენი!!!
ზურა
04:28 18-11-2023
0
მოლდოვა გამოგრჩათ! მოლდოვაც ინარჩუნებს შანს, თუ გასვლაზე ყაზახეთივით ჩეხეთს მოუგებს და ჩატოვებს ჯგუფში ჩეხეთს და პოლონეთს! ჩვენ კიდევ სანიოლი ვაქოთ და ვადიდოთ თავისი ხუშტურებით ფედერაციასთან ერთად! ყაზახეთმა და მოლდოვამ ჯგუფში ჩვენზე მეტი ქულებიც დააგროვეს და შანსსაც ინარჩუნებენ! მაგათ ისეთი ნიჭის არც კვარაცხელია ყავთ, არც ჩაკვეტაძე და არც არაბიძე! აი მაგალითი, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ნორმალური მთავარი მწვრთნელის ყოლას, რომელმაც იცის თავის საქმის კეთება და არ არის დილეტანტი ამ საქმეში, როგორც სანიოლია!
მწვრთნელი
10:44 18-11-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული