"დასაჯეთ ეს ორი ნაკრები!" - სერბებმა UEFA-ს მიმართეს და ევრო 2024-დან მოხსნა არ გამორიცხეს

AutoSharing Option
The Sun-ის ინფორმაციით, სერბეთის ფეხბურთის ასოციაციამ UEFA-ს მიმართა და ისინი ალბანეთისა და ხორვატიის ნაკრებების დასჯას მოითხოვენ.

სერბეთის ფეხბურთის ასოციაციის გენერალურმა მდივანმა იოვან სურბატოვიჩმა განაცხადა, რომ სერბეთის ნაკრებმა შესაძლოა უარი თქვას ევრო 2024-ში მონაწილეობაზე, თუ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო მათ ნათქვამს არ შეისმენს.

"პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს ინგლისთან მატჩში მხარდაჭერისთვის და იმედი მაქვს, რომ სლოვენიას დავამარცხებთ. რაც მოხდა, აღმაშფოთებელია და ჩვენ მოვითხოვთ უეფასგან სანქციების დაწესებას ამ ადამიანების მიმართ, თუნდაც ეს ტურნირზე თამაშზე უარის თქმას გულისხმობდეს", - ნათქვამია სურბატოვიჩის
განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ხორვატიისა და ალბანეთის გუშინდელ შეხვედრაში, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა, ორივე ქვეყნის ფანები სკანდირებდნენ - "დახოცეთ სერბები".
მკითხველის კომენტარები / 52 /
იმ გუნდის გულშემატკივრებიც უნდა ისჯებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდის ჰიმნს სტვენით და ღრიალით რომ ხვდებიან როგორც თურქებმა გააკეთეს
ვანო
20 ივნისი 2024 20:38
3
:) წაკითხულს აღქმა სჭირდება, რაც დიდ პრობლემად გადაიქცა დღევანდელ საქართველოში.... ერთი კითხულობს, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას თუ სცნობენ სერბებიო... კითხვით გიპასუხებ----როგორ ხასიათზე დგებით, როდესაც ცხინვალელ და სოხუმელ სპორტსმენებს რომელიმე ქვეყანა მასპინძლობს?! კოსოვო არ გვიღიარებია, მაგრამ მათ გუნდებთან შეხვედრისას მათ დროშას ვწევთ და მათ ჰიმნზე ფეხზე ვდგებით, მეტი რაღაა აღიარება?! და რატომ დაგიჭერს მხარს?!
შენ კი პატივცემულო, ცისფერჩაფხუტიანებს რომ ახსენებ, მივუთითე ჰააგის ტრიბუნალის პროკურორის სახელი, ნახე მისი ბიოგრაფია და წაიკითხე მემუარები, მერე მიხვდები ვინ ვისი გენოციდი დაიწყო.... დაწყებაა და მერე ისე ირევა ომის სისხლიან გზაზე ყველაფერი, ვეღარ გაარკვევ ვერაფერს.... მე სხვა რამე ვთქვი და სხვა კითხვაც დავსვი, მაგრამ არ მიპასუხა არავინ:) ოკუპანტს რატომ ხედავთ მხოლოდ ერთს, როდესაც ჩემთვის ოთხია?! იმ დანარჩენებს აპატიეთ?! სწორედ ასეთ შერჩევით სამართალს ვაპროტესტებ და ვერ ხვდებით?!
ტატო
20 ივნისი 2024 20:33
5
ზუსტად ასე იქცევიან სერბები,როცა ჩვენ ვხვდებით ფეხბურთში ან კალათბურთში სათამაშოდ!!რუსებივით შოვინისტი ერია!!!
სოსო
20 ივნისი 2024 18:14
29
აზერბაიჯანში,ქართველმა ფანებმა,საქართველოს რუკა გაშალეს,მგონი ისტორიულ ფარგლებში და უეფას წარმომადგენლებმა,მისი აღება აიძულეს!რასაც ჩემი სეხნია წერს,ეგ სიძულვილის ენაა და მატჩის კომისარმა,სათავეშივე უნდა აღკვეთოს,ასეთი ფაქტი.როცა ორივე გუნდის გულშემატკივარი ერთსა და იგივეს,თანაც ასეთ რამეს სკანდირებს,ალბათ მატჩი უნდა შეეჩერებინათ,გამოეცხადებინათ,რომ ასეთი რამე არ შეიძლება და სკანდირების გაგრძელების შემთხვევაში,მატჩი აღარ გაგრძელებულიყო,შესაბამისი შედეგებით.ვნახოთ,რა გადაწყვეტილებას მიიღებს უეფა.ისე,მაგარ შარსა და პროვოკაციაში კი აღმოჩნდნენ გაბმულნი.
სოსო
20 ივნისი 2024 20:44
1
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid02KfYGw4peaEPpG8omNCcjs1r5uAUVkuq5mSb8USMcY97Xh6XvAVB52Ye6uw82nyM2l&id=100087734808070

kkk
20 ივნისი 2024 17:57
3
სერბებს გენოციდი არ მოუწყვიათო, ერთმა განათლებულმა ბრძანა, აბა რვა ათასი მუსლიმი, ჰოლანდიელი ცისფერჩაფხუტიანები რომ იცავდნენ, მე დავხოცე? თუ ამერიკელმა მასონებმა?
ბადრი
20 ივნისი 2024 17:54
20
საქართველო სერბეთი,როცა ერთმანეთს ხვდებოდა ბელგრადში,სერბი გულშემატკივარი სკანდირებდა რასია,რასია,ასე,რომ თავისი თავებიც გააკრიტიკონ ზოგჯერ.არასდრის არაფერში ვუგულშემატკივრებ პრორუს სერბეთს!!!
სამაჩაბლოელი
20 ივნისი 2024 17:47
13
დაავადებას რომ უმკურნალო, გამომწვევი მიზეზი უნდა მოძებნო.... ჩვენ ჩვენს ,, ქრონიკულ დაავადებას'' ვერაფერს მოვუხერხებთ, სანამ მიზეზს არ ვაღიარებთ... მიზეზის აღიარება კი არ გვინდა. გვირჩევნია ყველაფერი სხვას დაბრალდეს, ვიდრე ჯერ ჩვენში ვეძებოთ და მერე გადავიდეთ გარე ფაქტორებზე.... არა და არა.... ჩვენ ყოველთვის მართლები ვართ და ყველაფერი მარტო რუსეთის ბრალია.... კი, რუსების ბრალია, ცალსახად მტერია და ოკუპანტი, მაგრამ მოდით აბა პატრიოტებო, დამეთანხმეთ, რომ რუსების გარდა დანარჩენი მეზობლებიც ოკუპანტები არიან და მათაც ისევე აქვთ მიტაცებული ჩვენი მიწა, როგორც რუსეთს, მათგან ორს კი ინგლისის ვეტოს წყალობით. ინგლისი იმიტომ ვახსენე, რომ ბევრს წარმოდგენა არ აქვს ამ ფაქტზე, რადგან სწორხაზოვანი აზროვნების წყალობით, მხოლოდ, ერთი თვალით იყურება......
ისე, ცნობისათვის, 1917 დამოუკიდებლობის გამოცხადებისას, მთელმა ევროპამ დაგვიკიდა, არ გვაღიარა, სამაგიეროდ გვაღიარა არგენტინამ.... :)
ასე რომ, ქვეყნების და ერების მეგობრობა თუ მტრობა მმართველი ძალების კომპენტენციაშია, შესრულება კი მათ მიერ ჰიპნოზირებული მანქურთების დახმარებით ხორციელდება......
ტატო
20 ივნისი 2024 17:46
9
ჯერ ერთი,რომ საერთაშორისო სამართალი დაარღვია დასავლეთმა,როდესაც კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა.მერე კიდევ მეორე,დასავლეთმა რომ გვაღიაროს აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე... მივიღოთ?რუსეთი აღარ იქნება ოკუპანტი?
ზურას
21 ივნისი 2024 01:24
0
ნუ ლოგიკა არის მაგრამ ეგ ლოგიკა ეფუძნება ისტორიულ კონტექსტს და არა საერთაშორისო სამართალს,ერთი რამე გავიწყდება, საერთაშორისო სამართლით ოკუპანტი არის მხოლოდ რუსეთი, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ევროპა რომ გადანაწილდა ამ საზღვრებით მოხდა საქართველოს აღიარება აფხაზეთ/სამაჩაბლოს ჩათვლით, გეთანხმები იმ საკითხში რომ როგორც დამოუკიდებელ რესპუბლიკას ტერიტორიები წაგვართვა ბრიტანეთის პროტეჟეობით სომხეთმა, მაგრამ აქაც ამ დანაკარგში საქართველოს მაშინდელი მთავრობის დანაშაული უფროა ვიდრე ბრიტანელების, საბჭოეთიდან გამოსვლის შემდეგაც გვაღიარეს ამ საზრვრებში, და უკვე დამოუკიდებელ ქვეყანას წაგვართვეს აფხაზეთი და სამაჩაბლო, ასე რომ ისტორიული კონტექსტიტ ვერაფერს ვეღარ მოვითხოვთ, სამართლებლივად აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!!!!(ნუ ვისაც ასე არ ჰგონია, მო......ნ გამზრდელი) ასე რომ დღეს ოკუპანტი ჩვენს გარშემო არის ერთი და ღრუსეთი ქვიაა. არც იმას ვამბობ რომ დანარჩენ სამს ჩვენზე ამოდის მზე და მთვარე მაგრამ ოკუპანტებად ვერ ჩავთვლით
ზურა
20 ივნისი 2024 21:37
6
ყველა გამოხმაურება
ხოდა ზოგი რომ წმუტუნებს პუტინ ხუილოს რატომ იძახიან ქართველებიო არ გვეკადრებაო ველურობა არისო,ყველაფერს უნდა დაერქვეს თავის სახელი.
ჯამალა
20 ივნისი 2024 16:55
17
Ვინც სერბებზე იძახით რომ მათ მოაწყეს გენოციდი, უბრალოდ ისტორიის აზზე არ ხართ და ინტერნეტ-ფეისბუქ-უმაღლეს დამთავრებულებიც არ ხართ, იმიტომ რომ კარგად რომ მოიძიო არაობიექტურობის მიუხედავად, იქაც იპოვი სიმართლეს... Დიდება ღმერთს, გაუმარჯოს საქართველოს, მშვიდობა საქართველოში, სრბეთსი, რუსეთ-უკრაინაში, და სრულიად სამართმადიდებლოში და მსოფლიოში
გ.შ.
20 ივნისი 2024 16:46
11
არა რას ამბობ მექსიკელი ინდიელები იყვნენ
დათო
20 ივნისი 2024 18:46
8
რუსები სერბებს დაეხმარნენ, მაგრამ ჩვენთან, 2 საუკუნეზე მეტია, ღორებივით იქცევიან.
ამიტომ თავს ნუ გამოიდებთ სერბების დასაცავად ზოგი.
სიკვდილი ყველა ოკუპანტს!
მანფრედ კალცი
20 ივნისი 2024 16:26
19

სიახლეები პოპულარული