"დასაჯეთ ეს ორი ნაკრები!" - სერბებმა UEFA-ს მიმართეს და ევრო 2024-დან მოხსნა არ გამორიცხეს

AutoSharing Option
The Sun-ის ინფორმაციით, სერბეთის ფეხბურთის ასოციაციამ UEFA-ს მიმართა და ისინი ალბანეთისა და ხორვატიის ნაკრებების დასჯას მოითხოვენ.

სერბეთის ფეხბურთის ასოციაციის გენერალურმა მდივანმა იოვან სურბატოვიჩმა განაცხადა, რომ სერბეთის ნაკრებმა შესაძლოა უარი თქვას ევრო 2024-ში მონაწილეობაზე, თუ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო მათ ნათქვამს არ შეისმენს.

"პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს ინგლისთან მატჩში მხარდაჭერისთვის და იმედი მაქვს, რომ სლოვენიას დავამარცხებთ. რაც მოხდა, აღმაშფოთებელია და ჩვენ მოვითხოვთ უეფასგან სანქციების დაწესებას ამ ადამიანების მიმართ, თუნდაც ეს ტურნირზე თამაშზე უარის თქმას გულისხმობდეს", - ნათქვამია სურბატოვიჩის
განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ხორვატიისა და ალბანეთის გუშინდელ შეხვედრაში, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა, ორივე ქვეყნის ფანები სკანდირებდნენ - "დახოცეთ სერბები".
მკითხველის კომენტარები / 52 /
სერბები თვითონ არიან დასასჯელები და გასაყრელები სახლში. მათი ფანები სკანდირებდნენ ტერორისტ დიქტატურის სახელს ვლადომერ პუტინს. სერბები ამ გამოხატვით მხარს უჭერენ დიქტატორს რომლის კუთვნილი ქვეყანაც მის გამო იზოლირებულია ევროპაზე. ამიტომ სერბეთიც მათი ღიაცმხარდაჭერის გამო მკვლელობებზე და ნგრევაზე იზოკირებული უნდა იყვნენ დანარჩენი ევროპისაგან. სერბები არიან მატყუარა თვალთმაქცი ფარისევლები, რომლებიც ახლა დემოკრატიას და სამართალს მოითხოვენ თავიაანთი უსამართლობის პასუხის გამო.
G.LA
20 ივნისი 2024 16:17
20
კოსოვოს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ვერანაირად ვერ იქნება სხვადასხვა... მასე უნდოდათ და დაგაჯერეს ზოგიერთებს... იქაც და აქაც მოსულმა უცხოტომელებმა დაიწყეს ადგილობრივი ეთნოსის გენოციდი... იქაც და აქაც გარეძალების დახმარებით მოხდა მიწების მიტაცება და მერე მათი აღიარება... იქაც და აქაც ისევ გარე ძალები ძაბავენ სიტუაციას.... აქ რუსები, იქ კი, კოსოვოში ნატოს ეგიდით თურქული სპეც. რაზმი შეიყვანეს... იციან, რომ სერბი და თურქი ვერ მორიგდებიან და იოლი მოსახდენია კონფლიქტი.... კოსოვო სერბების დიდგორია... კოსოვო პოლე-ზე სერბების არმია ზედ შეაკვდა ოსმაბთა ჯარებს, გაწყდნენ ბრძოლაში, მაგრამ თურქები იძულებულები გახადეს უკან გაბრუნებულიყვნენ.... მათი დიდგორია, რომელიც წაართვეს... გაიხსენეთ, რამდენიმე წლის წინ ვინ გააკეთა განაცხადი, საქართველოში დიდგორობა არ აღნიშნოთ, ჩვენთვის მიუღებელია.... ვისი ელჩი იყო, გახსოვთ თუ დაგავიწყდათ?!
ტატო
20 ივნისი 2024 16:17
4
მადლობა
aburjga
20 ივნისი 2024 19:28
2
სერბები რუსი ნეონაცისტების ბრატიშკებია. ალბანელებს შავები და დაბლები ხართო დაცინიან და ნეტა ვინმეს ხომ არ გაგონებთ? თუ რომ შეხვდებით ეტყვით მი ჟე პრავასლავნიე ბრატია სერბი არა ცავატანემ ჯანაა :))) LOL
garegin meore
20 ივნისი 2024 16:00
20
სანამ სერბების მიერ მოწყობილ გენოციდზე დაიწყებთ წერას, მანამდე კეთილი ინებეთ და კარლა დელ პონტეს მემუარებს გაეცანით. ვიცი, წარმოდგენა არ გაქვთ ვინაა და გეტყვით, დელ პონტე ჰააგის პროკურორი იყო სერბეთის და მილიშევიჩის საქმეზე. მან გამოძიების ახლიდან დაწყება მოითხოვა, რადგან გენოციდის მსხვერპლად მოყვანილი ალბანელები(კოსოვო) ე. წ. ,, ბოევიკები'' აღმოჩნდნენ, რომლებსაც სამოქალაქო ტანსაცმელი დაღუპვის შემდეგ გადააცვეს. ამას გარდა, აღმოჩენილი იქნა მინ. 300 სერბის გვამი, რომელთაც შინაგანი ორგანოები ჰქონდათ ამოჭრილი. გამოძიება დაიბლოკა იქაური გაეროს წარმომადგენლობის მაშინდელი ხელმძღვანელის, მერე კი საფრანგეთის საგარეო მინისტრის, ჩვენთვის კარგად ნაცნობი კუშნერის ,, წყალობით''....
და ნუ მომაყოლებთ იმ უბედურებას რაც ნატოს 19 ქვეყანამ მოუწყო სერბეთს 78 დღის განმავლობაში, რომელთა განმავლობაშიც თითქმის იმდენივე ბავშვი დაიღუპა, რაც 2 წლის განმავლობაში უკრაინაში და ეხლა სერბეთის თითქმის ყოველი მე-20 მოქალაქე ონკო-პაციენტია.....
სანამ სერბებს ბრალს წაუყენებთ, ჯერ ის ისწავლეთ თუ ვინ არიან უსტაშები და რა იყო,, სერბო-სეკი''.....
ტატო
20 ივნისი 2024 15:48
18
ბოსნიელები? ხორვატები?
დათო
20 ივნისი 2024 18:48
6
მე გავიცანი სერბი გერმანიაში დარკო ერქვა. მაგარი ვაჟკაცი ბიჭი იყო და ბარე ორი ვერ შეედრება, მითუმეტეს ალბანელები თავიანთი "ბეზ პრედელი" მენტალიტეტით. აი ტატოს სწორად უწერია კომენტარებში ჩაუჯექით და გადაიკითხეთ მემუარები და წიგნებიც.ფილმიც არის სერბ ოფიცერს რომ უყვარდება ალბანელი გოგო, ყველაფერს ცდილობს გადასარჩენად ამ გოგოსი მამამისი გენერალია მასაც კი უპირისპირდება და თავი ძმაკაცს კლავს ვინც ამ გოგოს აუპატიურებს მის არ ყოფნაში. მაგრამ ეს ალბანელი გოგო მაინც გადასცემს ალბანელებს კოორდინატებს და ტერაქტს უწყობს.
გოგლიკა
20 ივნისი 2024 16:41
4
ზოგიერთები კი სანამ სხვა ერის, განსაკუთრებით კი სერბების მენტალიტეტზე დაიწყებთ საუბარს, ჯერ მათ ისტორიას გაეცანით. მთელი ცხოვრება ომობენ იდენტობის შესანარჩუნებლად ჩვენსავით... აშშ-ევროპამ მათ მათი ,, დიდგორი'' წაართვა კოსოვოს სახით, გამოგონილი საბაბით, პუტინის მეტი არავინ დახმარებიათ და სააკაშვილის სახელის ყვირილს ხომ არ დაიწყებენ?!
დადიან ალბანელები და სერბეთის დროშებს ხევენ გერმანიაში. ვერ ხედავენ ამას ევროპელები?!
ტატო
20 ივნისი 2024 15:24
24
კოსოვო რა ტერიტორიაა, წარმოდგენა თუ გაქვს პატივცემული?! დეზინფორმირებულები რომ ხართ და გჯერავთ ტყუილი, მაგიტომ ვახსენე დელ პონტე... მილოშევიჩს ვერ ასამართლებდნენ და მაგიტომ გამოუყვანეს წირვა საკანში.... იქ საწყის ეტაპზე სერბების გენოციდი იკვეთებოდა და ეგ არ აწყობდათ....
მამუკას
20 ივნისი 2024 15:54
3
კოსოვო და აფხაზეთ-ცხინვალის კონფლიქტი სხვადასხვა რამეა. არ ვაპირებ არავის განსჯას, მაგრამ აფხაზეთში უმცირესობამ(აფსუეთი და პლიუს რუსეთი) განახორციელა უმრავლესობის გენოციდი, იუგოსლავიაში კი.... სლობოდან მილოშევიჩის ,,საქმენი საგმირონი" ნახე. წინა საუკუნეებში ყველანი ერთმანეთს ხოცავდნენ, მათ შორის ხორვატები და ალბანელები სერბებს მართლმადიდებლობისთვის. მათ შიდა ომები ჰქონდათ, ჩვენთან კი 250 წელია რუსეთის წაქეზებით ხდება ყველაფერი
მამუკა
20 ივნისი 2024 15:36
26
ზოგიერთ ,, მოევროპელო'' და ვითომ ცივილიზირებულ იუზერებს არ გეჩვენებათ, რომ ფაშიზმისკენ, ნაციზმ-შოვინიზმისკენ და იმ ჰომოფობიისკენ მოუწოდებთ, რომელსაც ვითომ ებრძვით?!
რა უფლებით იყენებთ ერის სახელს სალანძღავად?! რით ვერ გაიგეთ, რომ ერი ერის მტერი ვერ იქნება, ვერც მეგობარი.... ერების,, მტრობას'' და,, მეგობრობას'' ხელისუფლებები წყვეტენ
ტატო
20 ივნისი 2024 15:12
10
რომელ ისტორიაზე ამბობ, გენოციდი რო მოუწყვეს ოკუპირებულ ერებს?
Gia
20 ივნისი 2024 15:06
25
ეს თუ სიმართლეა და აქ ვიღაცეები ამართლებთ მაშინ ცუდად გაქვთ საქმე ძალიანნ სერბებს ჩვენნაირად უსამართლოდ მოექცნენ მაგრამ ისტორია ხომ არ არის საჭირო მხოლოდ ერთი ქვეყნის გინებისთვის გამოიყენება ჩვენთან
თაზო
20 ივნისი 2024 14:53
18
ამერიკელებს მთელი ალ-ქაიდა იქ ყავდათ მობილიზებული და ორივე მხარეს სისაძაგლეები აკეთებინეს და პრესას აწვდიდნენ, მილოშევიჩი ჯერ გაურკვეველ ვთარებაში პატიმრობაში მოკვდა, მერე სამარცხვინოდ აღიარეს, ცივილიზებულმა ევროპამ, მას არავითარი გენოციდი არ მოუწყვიაო. მეორე მსოფლიო ომნის დროს ნილაშისტებმა 1,5 მილიონი სერბი მოკლეს.
სამწუხარო რეალობა
20 ივნისი 2024 16:36
2
ნუ ავრცელებ კრემლის ჭორებს . Სერბებმა რამდენიმე ათასი ბოსნიელი და ალბანელი ცოცხლად დამარხა . ჩვენ პირიქით აქეთ მოგვიწყვეს გენოციდი .მარა ვისთვის ვწერ ... ტფუი
Silver xerxes
20 ივნისი 2024 15:25
37
სერბები არიან იგივე რუსები თავისი მენტალიტეტით, თვითონ რომ პუტინს ადიდებენ ტრიბუნებიდან - არ არიან მოსახსნელი ტურნირიდან?
ზურა
20 ივნისი 2024 14:15
65
Shexvedrixar odesme Serbs? Máti es "dzmoba" rusebtsn upro idtoriul politikuri realobidan gamomdinareobs dá amas damatebuli ideologia Rom orive realurad slavuri carmoshobis eria plus martlmadideblebi torem realur cxovrebashi pirad urtiertobebshi saertod sxva mentalitetis xalxia bevrad axlo samxret agmosavlet xalxebtan, bevri saerto kartvelebtan, Rom damjdarxart cxviri arsad ar gagikviat cxovrebashi sheni ubnelis dá natesavis meti aravin ginaxavt dá mainstreamit apasebt Ers cota gons modit tkve sulelebo.
Niko
20 ივნისი 2024 15:16
6
რუსები არიან მენტალიტეტით, თუ მონღოლები, მაინც მართლები არიან და მხოლოდ სამართალს ითხოვენ, მაგრამ ამის გასააზრებლად ადამიანის მენტალიტეტია საჭირო, რომელიც შენ ატროფირებული გაქვს...
ვოოტ
20 ივნისი 2024 14:55
16
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული