ბოლო წამზე - იოვიჩმა სერბეთი სლოვენიასთან მარცხისგან იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, C ჯგუფში, სლოვენიისა და სერბეთის მატჩი 1:1 დასრულდა.

შეხვედრა ძალიან საინტერესო გამოვიდა, განსაკუთრებით, მეორე ტაიმი. სლოვენიელები კარნიჩნიკმა დააწინაურა, რის შემდეგაც სერბები ბევრს უტევდნენ და ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ იოვიჩმა ანგარიში გაათანაბრა.

სლოვენია 2 ქულით მეორე ადგილზეა, სერბეთი კი 1 ქულით - მეოთხეზე.

25 ივნისს, ჯგუფის ბოლო ტურში, სლოვენია ინგლისს, ხოლო სერბეთი დანიას დაუპირისპირდება.

მიუნხენი. „ალიანც არენა“. 63 028 მაყურებელი
სლოვენია - სერბეთი 1:1
გოლები: 1:0 კარნიჩნიკი (69), 1:1 იოვიჩი (90+5)

alt"დასაჯეთ ეს ორი ნაკრები!" - სერბებმა

UEFA-ს მიმართეს და ევრო 2024-დან მოხსნა არ გამორიცხეს
მკითხველის კომენტარები / 6 /
მეკარის საჯარიმოში ჩასვლამ,სერბებს ქულა მოუტანა!ჩვენც ძალიან სახიფათო მომენტი შევქმენით,თუმცა სერბებზე ნაკლებად გაგვიმართლა.
სოსო
20 ივნისი 2024 20:26
0
ჩვენი მოსაგები უნდა მოვიგოთ და მგონი კარგი შანსი გვექნება.
G.LA
20 ივნისი 2024 20:03
1
დიდი ალბათობით, შეიძლება ამ ჯგუფში მესამე ადგილოსანმა 2 ქულა მოაგროვოს. იგივე ალბათობაა რომ გერმანიის ჯგუფშიც მესამე ადგილოსანმა 2 ქულა მოაგროვოს. ასე რომ ჩვენებმა 2 ფრე თუ გააგორეს, შეიძლება გავიდნენ შემდეგ წრეში.
ჰაჰა
20 ივნისი 2024 19:43
2
კი ბატონო, თუ გინდა პორტუგალიასაც მოვუგოთ და თუ გინდა ყველაფერი მოვიგოთ. მაგრამ რეალობიდან გამომდინარე ვამბობ. ეხლა გადავხედე, A,B და ც-ჯგუფებში მაღალი ალბათობით (100% აარ ვამბობ, 70-80%) მესამე ადგილზე გასული აგროვებს 2 ქულას. მოდი აღარ გვინდა ღირსეული წაგება. ვიბრძოლოთ 2 ქულისთვის, თუ ჩაისვარა ჩეხეთმა, მაშინ გავფრინდებით და ეგ არი.
ჰაჰა
20 ივნისი 2024 22:45
0
სერბებმა,ხორვატია -ალბანეთის მატჩის დროს,გულშემატკივართა სკანდირება გააპროტესტეს და თუ ისე მოხდა,რომ მათი მოთხოვნა შესრულდა,შესაძლოა 4 საუკეთესო მესამე ადგილი,5 გუნდიდან ამოარჩიონ.მაშინ ჩვენი შანსებიც გაიზრდება.
სოსო
20 ივნისი 2024 22:31
0
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული