გერმანია შვეიცარიასთან წაგებას გადაურჩა - უნგრეთმა 90+10-ე წუთზე გატანილი გოლით შოტლანდიას მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში ბოლო, მესამე ტური გაიმართა.

შვეიცარია და გერმანია დაზავდნენ (1:1), უნგრეთმა კი 60+10-ე წუთზე გატანილი გოლით შოტლანდიას 1:0 სძლია.

ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი გერმანიამ დაიკავა, 5 ქულით მეორე - შვეიცარიამ, 3 ქულით მესამე - უნგრეთმა, ხოლო 1 ქულით მეოთხე - შოტლანდიამ.

ფრანკფურტი. „ფრანკფურტ არენა“
შვეიცარია - გერმანია 1:1
გოლები: 1:0 ნდოიე (28), 1:1 ფიულკრუგი (90+2)

შტუტგარტი. „შტუტგარტ არენა“
შოტლანდია - უნგრეთი
გოლი: ჩობოტი (90+10)

. 68-ე წუთზე უნგრელთა თავდამსხმელი ვარგა მეტოქე გუნდის მეკარე განს შეეჯახა და
მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.
. ნოიერმა ევროპირველობებზე მე-18 მატჩი ჩაატარა და მეკარეთა შორის რეკორდი დაამყარა.
. გერმანელთა მცველმა ტამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მერვედფინალში ვერ ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 21 /
აუუ ეს რა იყოო უნგრელების გოლი მეასე წუთზეე @ ერთმა მეტოქემ გაგვისწრო უკვე და ეხლა სამი ჯგუფის 5 თამაშზე ვიქნებით დამოკიდებული--ჯერ ერთი B ჯგუფში ესპანეთმა უნდა მოუგოს ალბანეთს და იტალია-სერბეთზე კი ფრე და იტალიის მოგება გვაწყობს და აქ ყველაფერი ადვილი და იოლია აი C ჯგუფში კი უფრო ძნელი ამბებია--იქ ინგლისმა სლოვენიას 3 ბურთით უნდა მოუგოს(2 ბურთით რო მოუგოს სლოვენიასთან თანაბარი ბურთების სხვაობა გვექნება)და დანიამ უნდა მოუგოს სერბებს ან სერბებმა უნდა მოუგონ 3 ბურთით და მერე უკვე დანიას გავუსწრებთ (ფრე იმ თამაშებში არანაირად არ გვაწყობს) და ბოლოს ჩვენ ჯგუფში თურქებმა აუცილებლად უნდა მოუგონ ჩეხებს და ეს ვარიანტები თუ დაჯდა გავალთ 2 ქულითაც ! აი სად გამოყო თავი თურქების მესამე გოლმა ჩვენთან @ რომ ამბობდნენ რა მნიშვნელობა აქვს 1-2 წავაგებთ თუ 1-3 ო აი რა მნიშვნელობა აქვს ! მესამე გოლი რომ არ გაგვეშვა ეხლა გაცილებით კარგ სიტუაციაში ვიქნებოდიით !
zura222
02:01 24-06-2024
1
ფუ რაა, 101-ე წუთზე გაიტანა უნგრეთმა. არადა ჩვენი ფრის შემთხვევები უკვე ერთ მესამე ადგილოსანს მოვიტოვნბდით უკან. სად გაიტანეს რაა.
ბს
02:35 24-06-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული