გერმანია შვეიცარიასთან წაგებას გადაურჩა - უნგრეთმა 90+10-ე წუთზე გატანილი გოლით შოტლანდიას მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში ბოლო, მესამე ტური გაიმართა.

შვეიცარია და გერმანია დაზავდნენ (1:1), უნგრეთმა კი 60+10-ე წუთზე გატანილი გოლით შოტლანდიას 1:0 სძლია.

ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი გერმანიამ დაიკავა, 5 ქულით მეორე - შვეიცარიამ, 3 ქულით მესამე - უნგრეთმა, ხოლო 1 ქულით მეოთხე - შოტლანდიამ.

ფრანკფურტი. „ფრანკფურტ არენა“
შვეიცარია - გერმანია 1:1
გოლები: 1:0 ნდოიე (28), 1:1 ფიულკრუგი (90+2)

შტუტგარტი. „შტუტგარტ არენა“
შოტლანდია - უნგრეთი
გოლი: ჩობოტი (90+10)

. 68-ე წუთზე უნგრელთა თავდამსხმელი ვარგა მეტოქე გუნდის მეკარე განს შეეჯახა და
მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.
. ნოიერმა ევროპირველობებზე მე-18 მატჩი ჩაატარა და მეკარეთა შორის რეკორდი დაამყარა.
. გერმანელთა მცველმა ტამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მერვედფინალში ვერ ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 21 /
აუუ ეს რა იყოო უნგრელების გოლი მეასე წუთზეე @ ერთმა მეტოქემ გაგვისწრო უკვე და ეხლა სამი ჯგუფის 5 თამაშზე ვიქნებით დამოკიდებული--ჯერ ერთი B ჯგუფში ესპანეთმა უნდა მოუგოს ალბანეთს და იტალია-სერბეთზე კი ფრე და იტალიის მოგება გვაწყობს და აქ ყველაფერი ადვილი და იოლია აი C ჯგუფში კი უფრო ძნელი ამბებია--იქ ინგლისმა სლოვენიას 3 ბურთით უნდა მოუგოს(2 ბურთით რო მოუგოს სლოვენიასთან თანაბარი ბურთების სხვაობა გვექნება)და დანიამ უნდა მოუგოს სერბებს ან სერბებმა უნდა მოუგონ 3 ბურთით და მერე უკვე დანიას გავუსწრებთ (ფრე იმ თამაშებში არანაირად არ გვაწყობს) და ბოლოს ჩვენ ჯგუფში თურქებმა აუცილებლად უნდა მოუგონ ჩეხებს და ეს ვარიანტები თუ დაჯდა გავალთ 2 ქულითაც ! აი სად გამოყო თავი თურქების მესამე გოლმა ჩვენთან @ რომ ამბობდნენ რა მნიშვნელობა აქვს 1-2 წავაგებთ თუ 1-3 ო აი რა მნიშვნელობა აქვს ! მესამე გოლი რომ არ გაგვეშვა ეხლა გაცილებით კარგ სიტუაციაში ვიქნებოდიით !
zura222
24 ივნისი 2024 02:01
1
ავოეეეეეე ტყემააალ მოგებაზე კი არა ფრეზე ვფიქრობ და ის ვარიანტები დავწერე ! აი რას ნიშნავს ტვინი მარტო მიშას დემენციებზე და მის ბოტასებზე ფიქრით რომ გაქვს გამოტენილი და ფეხბურთი შენთვის ჩინურია DD
zura222
24 ივნისი 2024 18:53
1
ავოე,ტყემალ რეებს ითვლი?შენ რა პორტუგალიასთან მართლა მოგებას ფიქრობ?
555
24 ივნისი 2024 04:19
6
ჩეხეთის წაგება კიდევ
ლმ
24 ივნისი 2024 01:40
0
ეგ უკვე ოცნებასა. . .აი უნგრეთს რომ გაეტანა უკვე რეალისტური იყო. . ინგლისმა სამით უნდა მოიგოს. . ორით არ გვეყოფა ტონა ყვითელი ბარათების გამო
ნაპოლეონი
24 ივნისი 2024 01:36
0
შენ ხომ გაგაფრთხილე პალატიდან არ გამოხვიდე მეთქი ა?
555
24 ივნისი 2024 04:22
1
ხვალ ალბანეთი და ხორვატია უეჭველი წააგებენ და მერე სლოვენიის წაგება გვინდა ინგლისთან 2 ბურთით და გასასვლელად ფრეც გვყოფნის მერე რაც ძალიან რეალისტურია, იმედია ვინმე ეტყვის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს თამაშებს დააკვირდნენ და ხვიჩას ყვითელი ბარათივით არ დააღებენ პირს არვიცოდითო...
ემიგრანტი
24 ივნისი 2024 01:21
0
ხორვატიაში დღეც რომ ითამაშოს მინუს სამი აქვს და ჩვენი ფრის შემთხვევაში ვჯიბნით. . აი ალბანეთმა კი მეორე სასტავიან ესპანეთთან აუცილებლად უნდა წააგოს. . .
ნაპოლეონი
24 ივნისი 2024 01:38
0
თურქეთის მოგება გვინდა ასევე, 2 ქულით რომ გავიდეთ.
შოთა
24 ივნისი 2024 01:33
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული