გერმანიის ნაკრების მცველმა ანტონიო რიუდიგერმა შეიძლება ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალურ მატჩში ვერ ითამაშოს.
Sport1-ის ცნობით, 31 წლის რიუდიგერმა მესამე ტურში, შვეიცარიასთან შეხვედრაში მარცხენა ბარძაყის ტრავმა მიიღო.
1/8-ფინალს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს მცველი ჯონათან ტა.