სლოვენიამ 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა - საქართველოს პლეი-ოფში გასვლა მხოლოდ პორტუგალიის ძლევით შეუძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში ბოლო, მესამე ტური გაიმართა.

ორივე მატჩი - ინგლისი-სლოვენია და დანია-სერბეთი, უგოლოდ დასრულდა.

შედეგად, 5 ქულით პირველი ადგილი ინგლისმა დაიკავა, 3 ქულით მეორე - დანიამ, ამდენივე ქულით მესამე - სლოვენიამ, ხოლო 2 ქულით მეოთხე - სერბეთმა.

ერთი სიტყვით, გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრები მერვედფინალში მხოლოდ პორტუგალიის დამარცხების შემთხვევაში გავა.

კიოლნი. „რეინ ენერგი“
ინგლისი - სლოვენია 0:0

მიუნხენი. „ალიანც არენა“
დანია - სერბეთი 0:0


. სლოვენიამ მეორედ მიიღო ევროპირველობაზე მონაწილეობა და პირველად ითამაშებს პლეი-ოფში.
.
დანია მერვედფინალში გერმანიას შეხვდება.
. უკმაყოფილო ინგლისელმა გულშემატკივრებმა ნაკრების მწვრთნელ საუთგეიტს შეხვედრის დასრულების შემდეგ პლასტმასის ჭიქები ესროლეს.

altდანია-ინგლისი 1:1. ნამატჩევს ინგლისელებს უსტვინეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 29 /
ხვდებით რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლებოდა ყოფილიყო ბურთთა შეფარდება?? ვინმემ გაარკვია ვისი გადაწყვეტილებით გამოვიდა კარიდან მამარდაშვილი?? ჯგუფიდან გასვლაზე ვინც ფიქრობთ და ამხელა ამბავში ხართ, პირველ რიგში თქვენ უნდა გეფიქრათ ამ ყველაფერზე. თორემ მე მონაწილეობითაც ვკმაყოფილდებოდი და მიმაჩნდა გადამეტებული მოლოდინების არშექმნით უფრო მივაღწევდით ჯგუფში შედეგს.
odala
26 ივნისი 2024 01:32
41
დათოჯან, ცავატანემ, მე ეგენი კი არა ხალხის სიშტერე მაგიჟებს; დაბალგანვითარებული, ემოციებს აყოლილი ჯოგნარის ნაწილი რომ ვარ, რომელზეც ერთ დროს დიდი წარმოდგენა მქონდა.
odala
26 ივნისი 2024 13:20
3
სპეციალურად გამოსულა, ესე უთქვია ODALA უნდა გავაგიჟოო
Dato
26 ივნისი 2024 12:53
0
ყველა გამოხმაურება
დანია გერმანიას შეხვდება!
ხორშელი
26 ივნისი 2024 01:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული