ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში ბოლო, მესამე ტური გაიმართა.
ორივე მატჩი - ინგლისი-სლოვენია და დანია-სერბეთი, უგოლოდ დასრულდა.
შედეგად, 5 ქულით პირველი ადგილი ინგლისმა დაიკავა, 3 ქულით მეორე - დანიამ, ამდენივე ქულით მესამე - სლოვენიამ, ხოლო 2 ქულით მეოთხე - სერბეთმა.
ერთი სიტყვით, გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრები მერვედფინალში მხოლოდ პორტუგალიის დამარცხების შემთხვევაში გავა.
კიოლნი. „რეინ ენერგი“
ინგლისი - სლოვენია 0:0
მიუნხენი. „ალიანც არენა“
დანია - სერბეთი 0:0
. სლოვენიამ მეორედ მიიღო ევროპირველობაზე მონაწილეობა და პირველად ითამაშებს პლეი-ოფში.
. დანია მერვედფინალში გერმანიას შეხვდება.
. უკმაყოფილო ინგლისელმა გულშემატკივრებმა ნაკრების მწვრთნელ საუთგეიტს შეხვედრის დასრულების შემდეგ პლასტმასის ჭიქები ესროლეს.
სოციალურმა ქსელებმა არც თუ ისე ჭკვიან ხალხს აზრის გამოხატვის საშუალება მისცა დ ა ისინიც იყენებენ ამ შანსს. კვალიფიკაციის მიუხედავად აზრს გამოთქვამენ ყველაფერზე - სპორტიდან დაწყებული, ასტროფიზიკით დამთავრებული და კბილებით იცავენ საკუთარ მოსაზრებას. ასე რომ, ჯობს შევეგუოთ და ნერვებს არ ავყვეთ.
მთავარია ბიჭებმა ყოველგვარი ნერვიულობის შიშის და კანკალის გარეშე ამ ერთ თამაშში ყველაფერი ჩადონ და ანგარიშს მნიშვლელობა არა აქვს, მთელ ევროპას უნდა დავანახოთ თუ როგორი მებრძოლი ერი ვართ!!!
მრთო ერთი მოზეზით რომ იქნებ და გაგვეთანაბრა , და გახდებოდა ნიჩია.მარტო მაგ მოზნით გამოვიდა კარიდან. და თქვენ ზოგნი რატო ფიქრობთ სხვანაირად. იქ კვარა არ თამაშობს იქ ეს არ თამაშობს. მაქსიმალურად მთელი გულით ცდილობს და თამაშობენ ყველა. მაგრამ არ გამოდის ის რაც ჩვენ გვინდა. აგერ 200. მილიონიანი ბილინგემი არაფრის მაქნისია სამი თამაში, კიდე სხვა ფეხბურთელები. ჩვენ კიდე იმენა ვაკრიტიკებთ კვარა ამას არ აკეთებს იმას არ აკეთებს. გაუმარჯოს ჩვენ სამშობლოს . მჯერა რომ მოვუგებთ პორტუგალიას. უფალი ჩვენთანაა