საფრანგეთმა პორტუგალიას პენალტების სერიაში სძლია და ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთმა პორტუგალია პენალტების სერიაში დაამარცხა.

მოსაწყენი პირველი ტაიმის შემდეგ პორტუგალიელებმა აქტიურად შეუტიეს, საჯარიმოში შეჭრილ ლეაოს ბოლო მომენტში კამავინგამ დაუბლოკა, მენიანმა კი ბრუნო ფერნანდეშს, ვიტიანიას და რონალდოს არ გაატანინა. ამას ფრანგების იერიშები მოჰყვა: კოლო მუანის დარტყმულ ბურთს რუბენ დიაში გადაეღობა, მერე კამავინგამ და დემბელემ ვერ უწიეს მიზანს. ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, ექსტრა ტაიმებიც, ხოლო პენალტების სერიაში საფრანგეთმა იმარჯვა.

9 ივლისს, 1/2-ფინალში საფრანგეთი ესპანეთს შეხვდება.

ჰამბურგი. „ფოლკსპარკშტადიონი“. 47 789 მაყურებელი
პორტუგალია - საფრანგეთი 0:0 (პენ 3:5)

. რონალდომ ევროპირველობებზე 30-ე
მატჩი ჩაატარა, რაც რეკორდია.

altრონალდოს გამოუყენებელი პენალტი და დოუგუ კოშტას გმირობა - პორტუგალიამ სლოვენიას თერთმეტმეტრიანების სერიაში სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
ამ შემადგენლობით ზედიზედ სამი თამაში, თავის დამატებითი დროის ჩათვლით, გოლს რომ ვერ გაიტან რა გინდა მეოთხედფინალში კი არა საერთოდ ევროპაზე.. ჩვენ ყველა თამაშში გავიტანეთ და ერთი იმდენი უნდა გაგვეტანა.. საფრანგეთიც მსგავსად წვალობს .. იმედია ესპანეთი აიღებს თასს
ალექს
08:41 06-07-2024
1
უცნაურია მაგრამ ამ ევრიზე გრანდებზე კარგ ფეხბურთს საშუალო დონის ნაკრებები თამაშობს..იგივე სლოვაკეთი..თურქეთი და საქართველო..5 თამაშში..საფრანგეთს..იგივე პორტუგალია.ინგლისს რამდენი გოლი აქვს გატანილი...გერმანია და ესპანეთია მხოლოდ თავის დონეზე..და ფინალის ტოლფასი იყო მათი შეხვედრა
კიეზა
08:15 06-07-2024
0

სიახლეები პოპულარული