საკამათო პენალტი - ინგლისმა ნიდერლანდებს მოუგო და ფინალში ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისმა ნიდერლანდები 2:1 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გავიდა ფინალში.

ნიდერლანდები დებიუტში სიმონსმა შორიდან დარტყმით დააწინაურა, რამაც ინგლისელები აიძულა, თავის მოსაწყენ თამაშზე უარი ეთქვათ და კეინმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა. ინგლისის ეროვნული გუნდის ყოფილმა მცველმა გ. ნევილმა ITV-ის ეთერში განაცხადა, რომ მსაჯს თერთმეტმეტრიანი არ უნდა დაენიშნა და ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება იყო. შემდეგ გუნდებმა თითოჯერ ბურთი ძელს გაარტყეს (დუმფრისმა და ფოდენმა) და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ნიდერლანდები უკეთ გამოიყურებოდა, კონტრშეტევაზე კი საკამ გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. 81-ე წუთზე
მწვრთნელმა საუთგეიტმა კეინი უოტკინსით შეცვალა, რომელმაც 90-ე წუთზე ვერბრიუგენის კარი დალაშქრა და ინგლისი ფინალში გაიყვანა.

14 ივლისს, ფინალში, ინგლისი ესპანეთს დაუპირისპირდება.

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“. 60 926 მაყურებელი
ნიდერლანდები - ინგლისი 2:1
გოლები: 1:0 სიმონსი (7), 1:1 კეინი (18, პენ), 1:2 უოტკინსი (90)

. კეინი 6 გოლით პლეი-ოფების ისტორიაში ბომბარდირი გახდა.
. ნიდერლანდელთა თავდამსხმელმა დეპაიმ 35-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს.

altწვალებით - ინგლისმა შვეიცარიას მოუგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 26 /
რაიოო??? პენალტი არ იყოო? აბა რა იყოო? ეგრე ლოჩოშვილსაც ჰქონდა ბურთი უკვე დაკარგული, მაგრამ ტიპმა შემთხვევით დააბიჯა ცერზე. ჰოდა თქვენ რომ შემთხვევით, აგური მოგხვდეთ თავში, ტრამვა არ გექნებათ? არ ჩაითვლება? არ უნდა დაეხმარონ, მსროლელი არ უნდა დასაჯონ? ადრე ამ დარღვევას "ნაკლადკას" ეძახდნენ. ამაზე, სულგაყიდული რუსი მსაჯებიც ჯარიმას დებდნენ. ეხლა თურმე არ ყოფილა. ლოჩოს პენალი ყოფილა, ეს არა. ცნობისთვის, ინგლისი ფინალში გასვლას არ იმსახურებს, რადგან ზედმეტად პრაქტიკულ მოძველებულ ფეხბურთს თამაშობს. მაგრამ პენალტი იყო.
ჰაჰა
13:35 11-07-2024
2
საინტერესოა ინგლისელმა მსაჯმა აშკარა პენალტი არ დანიშნა ინგლისელების სასარგებლოდ, ხოლო გერმანელ მსაჯს კი ედავებიან პენალტის დანიშვნაში ინგლისის სასარგებლოდ. გერმანელი სწორედ და პროფესიონალურად მოიქცა ინგლისელი კი მინიმუმ არა პროფესიონალურად. შეიძლება შოვინისტურადაც კი.
123_123
13:20 11-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული