"არ მაინტერესებს!" - ოლმომ მოახლოებული ფინალის წინ ევრო 2024-ზე შესაძლო ბომბარდირობაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ეპანეთის ნაკრების შემტევმა დანი ოლმომ ევრო 2024-ზე მოახლოებული ფინალის წინ Uefa-ს ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა.

"ლაიფციგის" 26 წლის ფეხბურთელმა შესაძლო ბომბარდირობაზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, გუშინ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ წესი შეცვალა და ახლა ოლმოს ერთი გოლი ესაჭიროება, რათა ერთპიროვნულად მოიპოვოს "ოქროს ბუცი".

"უნიკალური სტილი გვაქვს, ყველაფერი კარგად მიდის და ჩვენი ძლიერი მხარეც ესაა. ჩვენი ზოგადი ფილოსოფია ფინალში ნამდვილად არ შეიცვლება, მხოლოდ წვრილმან დეტალებში შესაძლოა იყოს მცირედი სხვაობა, რაშიც მწვრთნელი კორექტივებს შეიტანს.

ბომბარდირობა? - არ მაინტერესებს! მთავარია გავიმარჯვოთ და ჩემთვის მნიშვნელობა არ
აქვს ვინ გაიტანს გოლს, თუნდაც ეს ჩვენმა მეკარემ უნაი სიმონმა გააკეთოს.

გერმანიის დამარცხება საკუთარ კედლებში დიდი მიღწევა იყო და ასევე დიდი წარმატება იქნება ინგლისთანაც მოედანის გამარჯვებულად დატოვება.

ფინალამდე რთული გზა გვქონდა, მაგრამ ევროს მოსაგებად საუკეთესოები უნდა დაამარცხო. 2020 წლის იმედგაცრუებისა და ნახევარფინალში მარცხის შემდეგ, ტრიუმფამდე 90 წუთი გვაქვს დარჩენილი. მხოლოდ გამარჯვებისთვის ვითამაშებთ", - ციტირებს უეფას ოფიციალური საიტი ოლმოს.

ინფორმაციისთვის, ესპანეთისა და ინგლისის დაპირება 14 ივლისს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. 

altშესანიშნავი ამბავი - შესაძლოა, მიქაუტაძე ევრო 2024-ზე "ოქროს ბუცის" მფლობელი მაინც გახდეს

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
თქვენ წინასწარ გილოცავთ ჩემპიონობას და მიქაუტაძეს ოქროს ბუცს
rigiti
15:05 13-07-2024
2
ოლმო! ფეხებს გაუფრთხილდი, კიდევ დაგჭირდება, კარში ბურთის დარტყმა სარისკოა ხომ იცი! შენ ჩემპიონობა, ჟიორჟის შენთან ერთად - ოქროს ბურთი!!!
ვაჟა მასწავლებელი
15:29 13-07-2024
3

სიახლეები პოპულარული