"დიდი იმედი მაქვს, ორშაბათს საუთგეიტს სერის წოდება ექნება" - პოლ მერსონი

AutoSharing Option
"არსენალის" ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა პოლ მერსონმა ევრო 2024-ის ფინალის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სჯერა, რომ ინგლისის ნაკრები ტურნირის მოგებას მოახერხებს.

"არასოდეს მეგონა, რომ ამას ვიფიქრებდი. წარსულში უფრო ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი გვყავდა, მაგრამ დღეს მჯერა, რომ ფინალს მოვიგებთ.

მატჩის ხარისხი დაბალია? არავის ახსოვს 1998 წელს საფრანგეთის ნაკრების თამაში ჯგუფურ ეტაპზე, მაგრამ ყველას გვახსოვს, რომ ტურნირის ფინალში ბრაზილია დაამარცხეს.

ინგლისის ნაკრების მწვრთნელობა უმაღლესი წერტილია. მსოფლიო ჩემპიონატამდე კი სულ რაღაც 2 წელი დ
არჩა და ვფიქრობ, რომ საუთგეიტმა წასვლის გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს, რა თქმა უნდა, თუ არ გაათავისუფლებენ.

გარეთმა ბრწყინვალედ იმუშავა. ხშირად ვაკრიტიკებდით, თუმცა სიმშვიდე არ დაუკარგავს და კონფლიქტის გამომწვევი კომენტარიც კი არ გაუკეთებია. იმედი მაქვს, რომ ორშაბათს სერის წოდებას მიიღებს", - განაცხადა მერსონმა საუთგეიტზე.

შეგახსენებთ, დღეს, 14 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე, ევრო 2024-ის ფინალში ინგლისი ესპანეთს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ინგლისელი ბუნებით არის უმადური არსება. . . ისტორიის მანძილზე მაგათუ ჩადენილი სისაძაგლეები რომ ჩამოვთვალოთ მაშინ რუსები წმინდანებად უნდა შევრაცხოთ და ამიტომ თავს შევიკავებ. . .რაც შეეხება ამდენი ხნის უტიტულობას. . . ბიჭო ერთხელ გახდი მსოფლიოს ჩემპიონი და ისიც ერთი ადამიანის წყალობით მხოლოდ. . მას მერე გაქვთ წყევლა.თქვე შობელძაღლებო რა გახდა ბაქოში ჩასვლა და იმ პატიოსანი კაცის საფლავზე ერთი ვენოკის დადება მადლობის ნიშნად და ეგებ ჯადოც მოგეხსნათ ჰა?!. . .
ნაპოლეონი
17:09 17-07-2024
0
დიახ.ის ნამდვილად არის sir გარეტ საუტგეიტი.ისევე როგორც მისი გუნდი.ამ ჩემპიონატზე ნაჩვენები თამაშით ყველა ფეხბურთელი იმსახურებს sir- ის წოდებას
გელა
13:45 15-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული