"ვერ ვხვდები, რატომ დატოვეს ფრანგებმა იამალი უყურადღებოდ" - დეკლან რაისი

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა დეკლან რაისმა ევრო 2024-ის ფინალის წინ ესპანეთთან დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"არსენალის" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ დატოვეს საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებმა ლამინ იამალი უყურადღებოდ.

"მას შემდეგ, რაც ესპანეთმა საფრანგეთი დაამარცხა, ვნახე მონაცემები, საიდანაც შევიტყვე, რომ იამალი 12 წლის იყო, როცა კორონავირუსის გამო ყველაფერი შეჩერდა.

ის შესანიშნავი ფეხბურთელია, ჩემთვის გაუგებარია, რატომ დატოვეს ფრანგებმა უყურადღებოდ", - განაცხადა რაისმა.

შეგახსენებთ, ევრო 2024-ის ფინალი დღეს, 14 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

alt"მიყვარხართ, მადლობა დიდებული მომენტებისთვის" - რაისი "ვესთ ჰემიდან" "არსენალში" გადავიდა

მკითხველის კომენტარები / 4 /
აუფ ვვნახავთ ერთი დღეს რა ბიჭი ხარ, სხვისი კრიტიკა ადვილია.
რრრ
17:15 14-07-2024
1
რა უყურადღებოდ დატოვეს, ოთხი მცველის გარემოცვაში იყო
ქიტესა
19:21 14-07-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული