ლეონ გორეტცკა "ბაიერნთან" შეთანხმებას უარყოფს

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრებისა და "შალკეს" ერთ-ერთმა ლიდერმა ლეონ გორეტცკამ განაცხადა, რომ მას მიუნხენის "ბაიერნთან" არანაირი წინასწარი შეთანხმება არ აქვს.

გერმანულ პრესაში დაიწერა, რომ ლეონი "რეკორდმაისტერის" რიგებს მომავალი სეზონის ბოლოს მიაშურებს, მას შემდეგ, რაც "შალკესთან" კონტრაქტი დაუსრულდება.

""ბაიერნთან" არანაირი წინასწარი შეთანხმება არ მაქვს. ეს სრული სისულელეა. ვიცი, რომ ეს თემა ხალხს აინტერესებს, მაგრამ ჭორების გავრცელება საჭირო არაა. მე უკვე ვთქვი, რომ თუ მივიღებ გადაწყვეტილებას, აუცილებლად გამოვაცხადებ ამის თაობაზე. ჯერ არ მიმიღია გადაწყვეტილება. რას ვიზამ, ეს ერთბაშად რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული", - აღნიშნა გორეტცკამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული