"კეთროვან და მავნებელ" დემბელეს 120 მილიონად ყიდიან

AutoSharing Option
ორშაბათ საღამოს "დორტმუნდის" ფორვარდმა უსმანა დემბელემ ორი მეგობრის დახმარებით თავის "მერსედესში" მძიმე ჩანთები ჩატვირთა და სახლში შებრუნდა. დღეს კი კლუბის ბაზაზე ცალკე, ინდივიდუალურად ივარჯიშა. ამასთან, თითქოს კეთროვანი იყოს, თანაგუნდელებთან დალაპარაკებაც კი აკრძალული აქვს.

"ბორუსია", როგორც იქნა, დათანხმდა "ბარსელონას" მის 120 მილიონ ევროდ მიყიდვას, მაგრამ პლუს 30 მილიონი ბონუსის სახით უნდა გადაიხადოს და ისმის სრულიად ლოგიკური კითხვა: ღირს კი ეს ყმაწვილი 150 მილიონი?

გერმანიაში ნეგატიურად აფასებენ დემბელეს საქციელს. ასე მაგალითად, მიონხენგლადბახის "ბორუსიას" სპორტული დირექტორი მაქს ებერლი ამბობს, რომ ნორმალურია, როდესაც ფეხბურთელი
კლუბის ხელმძღვანელთან მიდის, უხსნის, რომ კარგი ტრანსფერის ვარიანტი აქვს, მაგრამ სახალხოდ ბოიკოტის გამოცხადების და ულტიმატუმის წაყენების უფლება არა აქვს და ეს მავნებლობაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული