"ფარმაცევტები" ბუნდესლიგის სტარტს აშკარად ცუდ ფორმაში შეხვდნენ, 7 ამხანაგური მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგეს. მიზეზი ალბათ, ის გახლავთ, რომ ლიდერები ჩიჩარიტო და ჩალჰანოღლუ დაკარგეს და ოდენ ს.ბენდერი დაიმატეს.
მასპინძლებმა პრაქტიკულად პირველ ტაიმშივე მოუთავეს საქმე სტუმრებს. აღსანიშნავია, რომ პირველი ორი გოლი დებიუტანტებმა ზიულემ და ტოლისომ გაიტანეს, ნაანტრაქტევს კი ბუნდესლიგის ისტორიაში პირველად დაინიშნა თერთმეტმეტრიანი ვიდეოგამეორების დახმარებით, როდესაც არანგისმა საჯარიმოში ლევანდოვსკი ხელით წააქცია. პენალტი გოლად თავად დაზარალებულმა გარდასახა.
ამის შემდეგ ბავარიელებმა
ბარემ იმასაც გეტყვით, რომ შესვენებისას თავსხმა წვიმა წამოვიდა და არბიტრმა მეორე ტაიმი ოდნავი დაგვიანებით დაიწყო.
ნამატჩევს "ბაიერნის" თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ რთული მატჩი იყო, სწრაფი გოლი კი გაიტანეს, მაგრამ თავს სათანადოდ ვერ იცავდნენ, რგოლებს შორის დიდ სივრცეებს სტოვებდნენ, ეს სეზონის დასწყისში ხდება ხოლმე, ამის აღმოფხვრაზე იმუშავებენ, ჰუმელსი კუჭის პრობლემის, მიულერი კი ტაქტიკური მოსაზრებით შეცვალა.