ტომას მიულერი: კარლო ანჩელოტი ჩემს საჭიროებას 100%-ით ვერ ხედავს

AutoSharing Option
გერმანიის ჩემპიონატზე ბრემენის "ვერდერთან" 2:0-ზე მოგებულ მატჩში მიუნხენის "ბაიერნის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ტომას მიულერის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ტიაგო ალკანტარა დააყენა, ტომასი 73-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და საგოლე გადაცემა გააკეთა.

"არ ვიცი, რას ითხოვს ჩემგან ანჩელოტი, თუმცა მგონია, ჩემს საჭიროებას 100%-ით ვერ ხედავს",-განაცხადა მიულერმა.

კარლომ კი მისი სასტარტო შემადგენლობაში არდაყენება ტაქტიკური მოსაზრებით ახსნა:"გვინდოდა ბურთი ცენტრში დაგვეჭირა. ამიტომ დავტოვე ტომასი სათადარიგოთა სკამზე. შეცვლაზე კარგად შევიდა. ეს ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული