ბენედიკტ ჰიოვედესი "იუვენტუსსა" და "ლივერპულს" შორის აირჩევს

AutoSharing Option
"შალკეს" მცველმა ბენედიკტ ჰიოვედესმა, შესაძლოა, სულ მალე კლუბი გამოიცვალოს. ფეხბურთელს ინგლისსა და იტალიაში კარიერის გაგრძელების ვარიანტები აქვს.

კერძოდ, "იუვენტუსი" ცდილობს "მილანში" წასული ბონუჩის ჰიოვედესით ჩანაცვლებას. თავად გერმანელი ოპტიმისტურად არის განწყობილი და უკვე შეატყობინა "შალკეს" ხელმძღვანელობას, რომ ტურინულ კლუბში გადასვლა უნდა.

თუმცა, გელზენკირხენული კლუბი, შესაძლოა, არ დათანხმდეს "იუვენტუსის" შეთავაზებას, რადგან ტურინელებს ჰიოვედესის იჯარით აყვანა სურთ, კიდევ ერთი მთხოვნელი "ლივერპული" კი მზად არის პირდაპირ 20 მილიონი ევრო გადაიხადოს, - წერს Sky Sport Italia.

ბენედიკტ ჰიოვედესს "შალკესთან" კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აქვს.

(იბეჭდება
მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული