"ბარსელონას" ნახევარმცველმა რაფინია ალკანტარამ, შესაძლოა, კარიერა მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელოს. გერმანიის ჩემპიონს სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე სურს 24 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმება, - წერს გაზეთი Bild-ი.
"ბაიერნში" თამაშობს რაფინიას ძმა - ტიაგო ალკანტარა, რომელიც მიუნხენურ გუნდში სწორედ "ბარსელონიდან" გადავიდა.