ამ მომენტისთვის კარლო ანჩელოტის გუნდი ვერ არის საკადრის ფორმაში, თუმცა ზემოთ მოყვანილი ფაქტი, ისედაც უდავო ფავორიტს, კიდევ უფრო უზრდის მიმდინარე ბუნდესლიგაში ზედიზედ მესამე გამარჯვების შანსს.
წლევანდელ ჩემპიონატს ერთი უცნაური მახასიათებელი აქვს - დაბალშედეგიანობა. 2 ტურის შემდეგ გატანილია 39 გოლი, ანუ 2.17 საშუალოდ მატჩში, რაც უპრეცედენტო სტატისტიკური ფაქტია ბუნდესლიგის ისტორიაში.
ფაქტები
- გასულ სეზონში "ჰოფენჰაიმმა" 2008 წლის (როცა დებიუტი ჰქონდა ბუნდესლიგაში) პირველად მოახერხა "ბაიერნის" დამარცხება - 1:0.
- "ბაიერნს" საქართველოს ნაკრებთან მატჩში დაშავებული ავსტრიელი ნახევარმცველი დავიდ ალაბა დააკლდება.
- ორი ტურის შემდეგ "ჰამბურგს" მაქსიმალური შედეგი აქვს - პირველად, 2010/11 წლების სეზონის შემდეგ.
- "ჰამბურგს" არ ეყოლება ალბანელი მცველი მერგიმ მავრაი, ხოლო "ლაიპციგს" ავსტრელი შემტევი მარსელ ზაბიტცერი გამოაკლდება.
- შარშან "ლაიპციგმა" ჰამბურგის "ფოლკსპარკშტადინზე" 4:0 მოიგო (ესეც მე-3 ტურის მატჩი იყო), თუმცა დამარცხდა შინ - 0:3.
- რაც "აუგსბურგი" ბუნდესლიგაშია (2011/12), მხოლოდ ერთხელ წააგო "კიოლნთან", დანარჩენი 4 მატჩი მოიგო და 3 ფრედ ითამაშა.
- 2010 წლის 20 ნოემბრიდან მოყოლებული, "დორტმუნდმა" "ფრაიბურგს" 12-დან 12 მატჩი მოუგო, ხოლო ბოლო 4 მატჩში 3-3 გოლი გაუტანა.
- ტრავმების გამო "ლევერკუზენს" ხორვატი მცველი ტინ იედვაი, ფინელი ფორვარდი ჯოელ პოჰიანპალო და მცველი ჯონათან ტა არ ეყოლება.
- 2004 წლის შემდეგ (22 მატჩი) "მაინცმა" და "ლევერკუზენმა" მხოლოდ 4 მატჩი დაასრულეს ფრედ.
- "გლადბახს" ბუნდესლიგის ბოლო 10 მატჩში მინიმუმ ერთი გოლი მაინც გაჰქონდა.
- "გლადბახმა" "აინტრახტთან" შინ ბოლოს 2014 წლის ნოემბერში წააგო - 1:3.
- ბუნდესლიგაში დაბრუნებულ "ჰანოვერს" 2 ტურის შემდეგ მაქსიმალური შედეგი აქვს.
- "ვოლფსბურგმა" "ჰანოვერს" შინ ბოლოს 2011 წლის 19 ნოემბერს მოუგო - 4:1.
- "ვერდერმა" ბუნდესლიგის ბოლო 5 მატჩი წააგო და ამ მატჩებში 16 გოლი გაუშვა.
- "ჰერტამ" "ვერდერი" შინ ბოლოს 2013 წლის 13 დეკემბერს დაამარცხა - 3:2.
- ამ გუნდებს შორის წინა ბუნდესლიგის ორივე მატჩი "ვერდერმა" მოიგო - 2:0 შინ, 1:0 სტუმრად.
- ბუნდესლიგაში დაბრუნებულ "შტუტგარტს" "შალკესთან" საგარეო მატჩში არ გაუმარჯვია 2013 წლის 11 მაისის შემდეგ - 2:1.
პარასკევი. 8 სექტემბერი
ჰამბურგი-ლაიპციგი 22:30
შაბათი. 9 სექტემბერი
მაინცი-ლევერკუზენი 17:30
გლადბახი-აინტრახტი 17:30
აუგსბურგი-კიოლნი 17:30
ფრაიბურგი-დორტმუნდი 17:30
ვოლფსბურგი-ჰანოვერი 17:30
ჰოფენჰაიმი-ბაიერნი 20:30
კვირა. 10 სექტემბერი
ჰერტა-ვერდერი 17:30
შალკე-შტუტგარტი 20:00
ბომბარდირი: 3 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"