მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა მარიო ბასლერმა "სპორტ 1"-ს განუცხადა, რომ არაა გამორიცხული ზამთარში მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "რეკორდმაისტერი" დატოვოს:
"გავიგე, კარლომ ერთ-ერთ ჩინურ კლუბთან მოაწერა კონტრაქტს ხელი. ზამთარში გადაბარგდება, როდესაც იქ ჩემპიონატი დაიწყება.
ვერ ვიტყვი, რომ ეს ინფორმაცია 100%-იანია, მაგრამ სანდო პირმა მომაწოდა".