ბუნდესლიგა. V ტური: "დორტმუნდი" ერთპიროვნულად გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
ბუნდესლიგის 5 ტურის შემდეგ, გათამაშებას სათავეში დორტმუნდის "ბორუსია" ერთპიროვნულად მოექცა. პიტერ ბოშის გუნდი ჰამბურგს ეწვია და ადგილობრივ გუნდს ზედიზედ მესამე მარცხი აგემა. აღსანიშნავია, რომ დორტმუნდელებს ბუნდესლიგაში უკვე 3000 გოლი დაუგროვდათ. "ბაიერნისა" (3865) და "ვერდერის" (3040) შემდეგ, ეს მესამე შედეგია.

"ბორუსია" ცხრილის სათავეში "ჰანოვერმა" დატოვა, რომელმაც "ფრაიბურგთან" სტუმრად გამართულ შეხვედრაში 3 ქულა ხელიდან ბოლო წუთებზე გაუშვა.

"ბორუსიასა" და "ჰანოვერის" გარდა ერთადერთი გუნდი, რომელიც კვლავ წაუგებელია, "ჰოფენჰაიმია". იულიან ნაგელსმანის გუნდმა გამარჯვება გმირულად მოიპოვა. "მაინცთან" სტუმრად გამართული შეხვედრის მე-16 წუთზე სტუმრები უკვე 0:2
აგებდნენ, თუმცა ერთი ბურთი მალევე გაქვითეს, ხოლო ტაიმების დამატებულ წუთებზე თითოც გაიტანეს და 3 ქულა აიღეს.

კიოლნი-აინტრახტი 0:1
გოლი
: 0:1 ჰალერი 22 (პენ)


მაინცი-ჰოფენჰაიმი 2:3
გოლები
: 1:0 ლატცა 5, 2:0 მუტო 16, 2:1 ამირი 23, 2:2 ვაგნერი 45+1, 2:3 უტი 90+2


ჰამბურგი-დორტმუნდი 0:3
გოლები
: 0:1 კაგავა 24, 0:2 ობამეიანგი 63, 0:3 პულიშიჩი 79


ჰერტა-ლევერკუზენი 2:1
გოლები
: 1:0 ლეკიე 16, 2:0 კალუ 24, 2:1 ბრანდტი 84


ფრაიბურგი-ჰანოვერი 1:1
გოლები
: 0:1 ჰარნიკი 65, 1:1 პეტერსენი 83
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული