"ბაიერნის" მწვრთნელი კარლო ანჩელოტი გადააყენეს

AutoSharing Option
დღეს, თბილისის დროით 15:02 სააათზე გერმანულმა საინფორმაციო საშუალებებმა გვამცნეს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან 0:3-ზე დამარცხების შემდეგ, ამ საღამოს მიუნხენის "ბაიერნის" მმართველი საბჭოს საგანგებო სხდომაზე მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის საკითხი უნდა განხილულიყო და შესაძლო იყო, სამსახურიდან დაეთხოვათ.

თუმცა ახლა ESPN-ი და "სპორტ ბილდი" იუწყებიან, რომ კარლო უკვე გადააყენეს და მან მეუღლესთან ერთად დატოვა მიუნხენი. მას კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე ჰქონდა გაფორმებული და გვარიან კომპენსაციას მიიღებს.

"ბაიერნი" ანჩელოტის გადაყენებას ოფიციალურად დღეს საღამოს, პრესკონფერენციაზე გამოაცხადებს.

გუნდს დროებით ანჩელოტის ასისტენტი ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული