4 ნოემბერს, გერმანიის ჩემპიონატის მე-11 ტურში და ალბათ, პირველ წრეში ცენტრალური შეხვედრა "სიგნალ იდუნა პარკზე" შედგა, სადაც იუპ ჰაინკესის დაბრუნების შემდეგ დიდებულ ფორმაში მყოფმა "ბაიერნმა" "დორტმუნდი" უპრობლემოდ დაამარცხა 3:1.
ნამატჩევს ჰაინკესმა შემდეგი ბრძანა: "მართლაც ძალიან მაგრად ვიასპარეზეთ ძლიერ გუნდთან, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მეტოქეს მომენტები ქონდა, მაგრამ მეკარე სვენ ულრაიხმა გადაგვარჩინა. 100%-ით მოტივირებულები ვიყავით, ძალიან გვინდოდა მოგვეგო.
4 კვირის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ "დორტმუნდს 6, ხოლო "ლაიპციგს" 4 ქულით გავასწრებდით. ამ შედეგის მისაღწევად ბევრი ვიშრომეთ. ტრავმირებული ფეხბურთელები როდესაც დაგვიბრუნდებიან, კიდევ უკეთ ვითამაშებთ".
"რეკორდმაისტერის" ნახევარმცველმა არიენ რობენმა ჯოვანი ელბერის რეკორდი დაამხო და 93 გოლით კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი ლეგიონერი გახდა.
აუგსბურგი - ბაიერი 1:1
გოლები: 47. ფოლანდი 0:1, 49. დანსო 1:1
გლადბახი - მაინცი 1:1
გოლები: 19. დიალო 0:1, 67. ვესტერგაარდი 1:1
ფრაიბურგი - შალკე 0:1
გოლი: 62. კალიჯური
ჰამბურგი - შტუტგარტი 3:1
გოლები: 20. ჰუნტი 1:0, 55 გინჩეკი (პენ) 1:1, 65. კოსტიჩი 2:1, 69. აპრი 3:1
გაძევება: 12. ბურნიჩი (შ)
ლაიპციგი - ჰანოვერი 2:1
გოლები: 56. ჯონათასი 0:1, 70. პოულსენი 1:1. 85. ვერნერი 2:1
დორტმუნდი - ბაიერნი 1:3
გოლები: 17. რობენი 0:1, 37. ლევანდოვსკი 0:2, 67. ალაბა 0:3, 88. ბარტრა 1:3
01:30 05-11-2017
ბუნდესლიგა. XI ტური: "ბაიერნმა" "დორტმუნდი" დაჩაგრა [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული