ტერ შტეგენი: ნაკრებში ნოიერი იმსახურებს, იყოს პირველი მეკარე

AutoSharing Option
"ბარსელონას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მიუნხენის "ბაიერნის" კიპერის, მანუელ ნოიერის ჩრდილშია. გერმანიის ნაკრებში მთავარ მეკარედ, ნოიერის გარდა, სხვა არავინ განიხილება და ტერ შტეგენისთვის ამაში ალოგიკურია არაფერია.

"ბოლო წლების განმავლობაში მანუელმა გააკეთა დიდი სამუშაო და თავის პოზიციაზე უფრო გაძლიერდა. გერმანიის ნაკრებში ნოიერი იმსახურებს, იყოს პირველი მეკარე და ამას თავისი თამაშით აჩვენებს. ბუნებრივია, მე მაქვს საკუთარი ამბიციები და მსურს, რომ ოდესმე გავხდე ნაკრების პირველი მეკარე", - ციტირებს შტეგენის სიტყვებს Kicker-ი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული