"ბაიერნის" ექს-კიპერის ოლივერ კანის ვილა გაქურდეს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების მეკარის ოლივერ კანის ვილა გაქურდეს, საიდანაც სეიფი წაიღეს.

"ფოკუსის" ცნობით, ქურდობისას ვილაში არავინ არ იმყოფებოდა. გამოცემა არ აკონკრეტებს რა მოიპარეს, მაგრამ იუწყება, რომ კანი ექვსნიშნა ციფრით დაზარალდა. ინციდენტი 12 ნოემბერს მოხდა და მხოლოდ ახლა გახმაურდა.

კანმა კარიერაში 864 მატჩი ჩაატარა და 86-ჯერ დაიცვა ეროვნული გუნდის ღირსება, ამჟამად კი ერთ-ერთ ტელეარხზე საფეხბურთო მიმომხილველად მუშაობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული