დორტმუნდის "ბორუსიამ" გერმანიის ჩემპიონატზე 8-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, რომელიც 2 თვე გაგრძელდა და ბუნდესლიგის მე-16 ტურში ახალი მწვრთნელის პეტერ შტეგერის ხელმძღვანელობით სტუმრად 2:0 დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი "მაინცი". გოლები მეორე ტაიმში სოკრატის პაპასტატოპულოსმა და შინჯი კაგავამ გაიტანეს.
მოკლედ, მწვრთნელის შეცვლამ მოკლევადიანი შედეგი გამოიღო და როგორ განვითარდება მოვლენები, ამას სულ მალე დავინახავთ - ხომ არ დაგავიწყდათ, 20 დეკემბერს "ბორუსია" თასზე მიუნხენში "ბაიერნს" ხვდება?
სხვათა შორის, დღევანდელ თამაშს "ჰოფენჰაიმის" 31 წლის დამრიგებელი იულიან ნაგელსმანი დაესწრო, რომელსაც "ბორუსიას" ჩაბარებას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა მისი ამ მატჩზე
ყოფნა ალბათ, იმასთან უფრო იყო დაკავშირებული, რომ 16 დეკემბერს, მომავალ ტურში მისი გუნდი სტუმრად სწორედ "დორტმუნდს" ხვდება.