მიხაელ ცორკი: პიერ-ემერიკ ობამეიანგის პრობლემა არაპუნქტუალურობაა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა Sky Sports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თავდამსხმელ პიერ-ემერიკ ობამეიანგზე ისაუბრა:

"ობა განსაკუთრებული ფეხბურთელია. ექსტრევაგანტული და კოლორიტულია, დორტმუნდისნაირ ქალაქს უხდება. ერთი პრობლემა აქვს მხოლოდ - პუნქტუალური არ არის.

ეს შარშან დაიწყო. იქამდე ვარჯიშებზე არ აგვიანებდა. ამას რაღაც უნდა მოვუხერხოთ. არა მგონია პრობლემა სრულად მოვაგვაროთ, მაგრამ ნაწილობრივ მაინც უნდა დავარეგულიროთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული