21:47 21-12-2017
"ლევერკუზენის" მთავარმა მწვრთნელმა "ჩაყვინთვისთვის" ბოდიში მოიხადა [VIDEO]
AutoSharing Option
ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში "ბორუსიას" ფეხბურთელი, დენის ზაკარია ბურთს გაეკიდა, რომელიც აუტის ხაზს გადასცდა. ბურთის მოსატანად გაშურებული ზაკარია ჰერლიხს ოდნავ შეეხო, ჰეიკომ კი "ჩაყვინთვა" გადაწყვიტა, რამაც მიონხენგლადბახის გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია, ერთ-ერთმა მათგანმა ტექნიკურ ზონაში ლუდით სავსე ჭიქა ისროლა.
შეხვედრა "ბაიერის" გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
"ეს საქციელი, რა თქმა უნდა, სულელურად გამოიყურება და მატჩის დინამიურობის შედეგად განხორციელდა. ბოდიშს ვიხდი. ბურთი ჩემსკენ წამოვიდა, მე კი არ შევაჩერე, რათა მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს თამაშის სრაფად განახლების შანსი არ ჰქონოდათ. არ უნდა გამეკეთებინა ის სისულელე, როდესაც ზაკარია ოდნავ შემეხო. 46 წლის ასაკში უკვე დროა, ასეთ რაღაცებს შევეშვა," - განაცხადა "ფარმაცევტთა" თავკაცმა.
ბოდიშის მოხდის მიუხედავად ჰერლიხს დისციპლინარული სანქციები დაეკისრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული