ჰანს-იოახიმ ვატცკე: ვან გაალს მხოლოდ დიდი გუნდის პატარა გუნდად გადაქცევა შეუძლია

AutoSharing Option
"მანჩესტერის" ყოფილმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა თქვა, რომ დორტმუნდის "ბორუსიაში" მუშაობისთვის არ სცალია, რადგან არა აქვს საიმისო დრო, რათა პატარა გუნდი დიდ გუნდად გადააქციოს.

ამან ბუნებრივია რურული კლუბის ხელმძღვანელთა უკმაყოფილება გამოიწვია და მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ Sport1-ს შემდეგი განუცხადა:

"ვან გაალი როდესაც "ბაიერნის" მწვრთნელი იყო, ჩემპიონატი 8-ქულიანი უპირატესობით მოვიგეთ, მისი გუნდი მეორე ადგილზე კი არა, მესამეზე გავიდა.

მან დაამტკიცა, რომ მხოლოდ დიდი გუნდის პატარა გუნდად გადაქცევა შეუძლია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული