"ბაიერნმა" "ბაიერი" "ბაიარენაზე" 2013 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუნდესლიგის მე-2 წრის პირველ მატჩში "ბაიერნმა" ლევერკუზენში 3:1 დაამარცხა "ბაიერი".

მატჩმა როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი ინტერესი გამოიწვია, 30-იანი სტადიონის ტრიბუნებზე ნემსიც არ ჩავარდებოდა. მასპინძლებმა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს გერმანული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანს. 0:2-ს აგებდნენ (გოლები ხავი მარტინესმა და ფრანკ რიბერიმ გაიტანეს), შემდეგ კევინ ფოლანდმა რიკოშეტით ერთი ბურთი გაქვითა, ხამეს როდრიგესმა კომპენსირებულ დროში საჯარიმოდან მოახერხა ბერნდ ლენოს კარის მესამედ დალაშქვრა, 1:3 და "რეკორდმაისტერმა" ოქროს მედლებისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა.

სხვათა შორის, ბავარიელებმა "ფარმაცევტები" სტუმრად უკანასკნელად 2013 წელს
დაამარცხეს, მაშინ გაუტანეს "ბაიეარენაზე" ბოლო გოლი და მაშინაც გუნდის მწვრთნელი იუპ ჰაინკესი გახლდათ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული