უნდა ითქვას ისიც, რომ ტრავმირებული მანუელ ნოიერის არყოფნაში "ბაიერნის" მეკარის, სვენ ულრაიხის თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. იუპ ჰაინკესის გუნდს გარკვეული პრობლემები აქვს დაცვაშიც.
"დორტმუნდი" შინ ითამაშებს "ფრაიბურგთან" და, წესით, უნდა მოიგოს, თუმცა ამ გუნდს თავისი
"ლაიპციგი" ხვდება კრიზისში მყოფ "ჰამბურგს" და აშკარა ფავორიტია. ეგაა, ახალი მწვრთნელის (ბერნდ ჰოლერბახი) ხელმძღვანელობით, ერთ-ერთი აუტსაიდერი ყველანაირად შეეცდება, მასპინძელს ხასიათი წაუხდინოს. თავისთავად, "ლაიპციგისგან" ამჯერადაც შემტევ ფეხბურთს უნდა ველოდოთ.
საინტერესო უნდა გამოდგეს ძველი მეტოქეების, "შტურგარტისა" და "შალკეს" დაპირისპირება. ბოლო ტურში ბუნდესლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა დასანანი ქულები დაკარგა "ჰანოვერთან" საშინაო შეხვედრაში. ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ "შალკეს" თამაშზე ცუდად აისახება ლეონ გორეტცკას ამბავი. მოგეხსენებათ, "ხუმარების" ახალგაზრდა ლიდერი მომავალი სეზონიდან "ბაიერნის" ღირსებას დაიცავს.
ბოლო დროს აშკარად შეუჩერებელია "ლევერკუზენი". შესანიშნავ ფორმაში მყოფი "ფარმაცევტები", წესით, ვერც "მაინცმა" უნდა შეაჩეროს, და ეს იმის მიუხედავად, რომ ხანდახან ამ გუნდს სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლია, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ "ლევერკუზენთან" სტუმრად ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო.
ასევე საინტერესო უნდა იყოს ტურის სასტარტო შეხვედრა "აინტრახტსა" და "გლადბახს" შორის. წესით, არც მატჩში უნდა თქვას გუნდმა უარი შემტევ ფეხბურთზე.
ფაქტები
- "გლადბახს" ფრედ არ უთამაშია ბუნდესლიგის საგარეო მატჩი 2017 წლის 16 სექტემბრის შემდეგ.
- "აინტრახტს" არ მოუგია "გლადბახთან" ბუნდესლიგის საშინაო მატჩი 2014 წლის 26 მარტის შემდეგ.
- "ჰოფენჰაიმს" "ბაიერნი" სტუმრად არასოდეს დაუმარცხებია.
- "ჰოფენჰაიმმა" "ბაიერნს" მოუგო ბოლო 2 ბუნდესლიგური მატჩი ისე, რომ გოლიც არ გაუშვია.
- "ბაიერნსა" და "ჰოფენჰაიმს" შორის ბუნდესლიგის ბოლო 5 მატჩში არ გასულა თითოეულში 2 გოლზე მეტი.
- "დორტმუნდმა" "ფრაიბურგს" მოუგო ბუნდესლიგის ბოლო 9 საშინაო მატჩი, აქედან ბოლო 6 მატჩში გაუტანა 23 გოლი.
- "კიოლნმა" მოიგო ბუნდესლიგის ბოლო 3 მატჩი და დააგროვა 9 ქულა, წინა 16 მატჩში კი მხოლოდ - 3.
- "აუგსბურგმა" "კიოლნთან" ბუნდესლიგის ბოლო 3 გასვლითი მატჩიდან 2 მოიგო, ერთიც ფრედ ითამაშა.
- "ჰამბურგმა" ბუნდესლიგაში საგარეო მატჩი ბოლოს 2017 წლის 25 აგვისტოს მოიგო.
- "ლაიპციგისა" და "ჰამბურგის" 3 ბუნდესლიგური მატჩიდან სამივე სტუმარმა გუნდმა მოიგო ისე, რომ არ გაუშვა არც ერთი გოლი, აქედან 2 გამარჯვება "ლაიპციგის" აქტივშია (2:0, 4:0), ერთიც - "ჰამბურგის" (3:0).
- "შალკემ" "შტუტგარტს" მოუგო ბოლო 2 გასვლითი მატჩი (1:0, 4:0).
- "შტუტგარტს" "შალკესთან" შინ ფრედ არ უთამაშია 2007 წლის შემდეგ.
- მას მერე, რაც "ჰერტა" ბუნდესლიგაში დაბრუნდა (1997/98), "ვერდერთან" 17 საგარეო მატჩიდან მხოლოდ ერთხელ ითამაშა ფრედ.
- "ჰერტამ" "ვერდერდთან" ბუნდესლიგის საგარეო მატჩში ბოლოს 2006 წელს გაიმარჯვა.
- "ლევერკუზენმა" "მაინცთან" ბუნდესლიგის ბოლო 5 საშინაო მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო (2 ფრე, 2 მარცხი).
- "ვოლფსბურგმა" "ჰანოვერს" მოუგო ბოლო 2 გასვლითი მატჩი (3:1, 4:0).
- "ჰანოვერმა" "ვოლფსბურგი" საკუთარ მოედანზე ბოლოს 2013 წლის 10 აგვისტოს დაამარცხა (2:0).
ბუნდესლიგა. XX ტური
პარასკევი, 26 იანვარი
აინტრახტი-გლადბახი 23:30
შაბათი, 27 იანვარი
ბაიერნი-ჰოფენჰაიმი 18:30
დორტმუნდი-ფრაიბურგი 18:30
ლაიპციგი-ჰამბურგი 18:30
კიოლნი-აუგსბურგი 18:30
შტუტგარტი-შალკე 18:30
ვერდერი-ჰერტა 21:30
კვირა, 28 იანვარი
ლევერკუზენი-მაინცი 18:30
ჰანოვერი-ვოლფსბურგი 21:00
ბომბარდირები: 17 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 11 - ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი); 10 - კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი); 9 - მარკ უტი (ჰოფენჰაიმი), ნიკლას ფულკრუგი (ჰანოვერი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"