"ბაიერნის" მწვრთნელი იუპ ჰაინკესი სანაკრებო პაუზისას კლუბის ხელმძღვანელობას დაეთხოვა და ერთი კვირით ქვემო საქსონიაში, შვალმტალში გაემგზავრა, სადაც დიდი სახლი და ეზო აქვს. მან გუნდში დარჩენილი ფეხბურთელები სავარჯიშოდ თანაშემწეებს დაუტოვა.
იუპის დაბრუნებამ ერთობ გაახარა მისი მეუღლე და ქალიშვილი და არანაკლებ - გერმანული ნაგაზი კანდო, რომელიც პატრონის არყოფნას ძალიან განიცდის. რაც შეეხება კატას, ნერონს (!), მისთვის სულ ერთია, სად იმყოფება იუპი.
ბუნდესლიგის 27-ე ტურში, გასვლაზე "ლაიპციგთან" 1:2 დამარცხება ჰაინკესს დიდად არ განუცდია, ვინაიდან მე-2 ადგილზე მყოფ "შალკეს" 17 ქულით უსწრებენ და ჩემპიონობა
გარანტირებული აქვთ. ჰერ იუპის მთავარი საზრუნავი გუნდის "სევილიასთან" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური მატჩებისთვის ჯეროვნად მომზადებაა. შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა 3 აპრილს "სანჩეს პისხუანზე" ჩატარდება.