ბუნ­დეს­ლი­გა. XXVIII ტუ­რის წინ: DER KLASSIKER

AutoSharing Option
გერ­მა­ნი­ა­ში სუ­პერ­მატ­ჩია, რო­მე­ლიც სა­ერ­თოდ ევ­რო­უ­ი­ქენ­დის ერთერთ გა­მორ­ჩე­ულ რკე­ნად უნ­და ჩავ­თ­ვა­ლოთ. "ალი­ანც არე­ნას" "დორ­ტ­მუნ­დი" სტუმ­რობს. ბო­ლო წლებ­ში მხო­ლოდ ეს კლუ­ბი ცდი­ლობს, რო­გორ­ღაც ხე­ლი შე­უ­შა­ლოს "რე­კორ­დ­მა­ის­ტე­რის" ჰე­გე­მო­ნი­ას გერ­მა­ნულ ფეხ­ბურ­თ­ში.

მარ­თა­ლია, ამ დრო­ის­თ­ვის გერ­მა­ნი­ის ჩემ­პი­ო­ნის ვი­ნა­ო­ბა თით­ქ­მის გარ­კ­ვე­უ­ლია და "ბა­ი­ერნს" ოქ­როს მედ­ლებ­ში ვე­ღა­რა­ვინ შე­ე­ცი­ლე­ბა, მაგ­რამ ორი სა­უ­კე­თე­სო გერ­მა­ნუ­ლი კლუ­ბის შეხ­ვედ­რას თან მა­ინც სდევს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შარ­მი.

რო­მელ ად­გილ­ზეც უნ­და იყ­ვ­ნენ ეს გუნ­დე­ბი, რო­ცა ისი­ნი ერ­თ­მა­ნეთს ხვდე­ბი­ან, ყვე­ლა ფაქ­ტო­რი, მათ შო­რის სა­ტურ­ნი­როც კი, უკა­ნა პლან­ზე ინაც­ვ­ლებს. ასე იქ­ნე­ბა ამ­ჯე­რა­დაც. ბრძო­ლა ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში ფიცხე­ლი უნ­და გა­მოდ­გეს.

და­შა­ვე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ორ­ი­ვე გუნ­დის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არი­ან. და­ვიწყოთ "ბა­ი­ერ­ნით". იუპ ჰა­ინ­კე­სის გაწ­ვ­რ­თ­ნილ გუნდს მა­ნუ­ელ ნო­ი­ე­რი და კინ­გ­ს­ლი კო­მა­ნი რომ ვერ და­ეხ­მა­რე­ბი­ან, ეს ისე­დაც ვი­ცით. სა­კითხა­ვია, არი­ენ რო­ბე­ნი და ჟე­რომ ბო­ა­ტენ­გი თუ შეძ­ლე­ბენ მო­ე­დან­ზე გას­ვ­ლას. მათ გა­რე­შე "ბა­ი­ერ­ნის" და­ნაკ­ლი­სი სე­რი­ო­ზუ­ლი იქ­ნე­ბა.

ტრა­დი­ცია არ ირ­ღ­ვე­ვა და ტრავ­მე­ბის კუთხით არც "დორ­ტ­მუნდს" ულ­ხინს. ამ გუნ­დის ლა­ზა­რე­თი ად­რინ­დე­ლი­ვით გა­ტე­ნი­ლი აღარ არის, მაგ­რამ მას­ში მა­ინც არი­ან კარ­გი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი. ასე მა­გა­ლი­თად, გა­მო­რიცხუ­ლია მინ­დორ­ზე შინ­ჯი კა­გა­ვა­სა და ან­დ­რეი იარ­მო­ლენ­კოს გას­ვ­ლა. სა­ეჭ­ვოა მარ­კო რო­ი­სის მდგო­მა­რე­ო­ბაც, არა­და, მან ახ­ლა­ხან გა­ნა­ახ­ლა სა­ფეხ­ბურ­თო ცხოვ­რე­ბა და იმე­დი აქვს, რომ იოახიმ ლი­ო­ვის სა­მუნ­დი­ა­ლო სი­ა­შიც მოხ­ვ­დე­ბა...

ეს გუნ­დე­ბი ბუნ­დეს­ლი­გა­ში ერ­თ­მა­ნეთს პირ­ვე­ლად 1965 წელს და­უ­პი­რის­პირ­დ­ნენ. თა­ვი­ან­თი ყო­ფი­ლი კლუ­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ ითა­მა­შე­ბენ დღე­ვან­დე­ლი ბა­ი­ერ­ნე­ლე­ბი რო­ბერტ ლე­ვან­დოვ­ს­კი და მატს ჰუ­მელ­სი. მა­რიო გი­ოტ­ცეც თა­ვის დრო­ზე "დორ­ტ­მუნ­დი­დან" "ბა­ი­ერ­ნ­ში გა­და­ვი­და, მაგ­რამ მე­რე უკან დაბ­რუნ­და. ბუნ­დეს­ლი­გუ­რი ბა­ლან­სი "რე­კორ­დ­მა­ის­ტე­რის" სა­სარ­გებ­ლო­დაა. მა­თი გა­მარ­ჯ­ვე­ბით დას­რულ­და 44 მატ­ჩი, "დორ­ტ­მუნ­დ­მა" კი 24 თა­მა­ში მო­ი­გო.

სა­ტურ­ნი­რო თვალ­საზ­რი­სით თუ მი­ვუდ­გე­ბით, მთა­ვა­რი ინ­ტ­რი­გა ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზე გამ­ს­ვ­ლე­ლი გუნ­დე­ბის გარ­კ­ვე­ვაა. ამ მხრივ, ჯერ ძა­ლი­ან ბევ­რი რამ არის ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი. თა­ნაც, სხვა ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ბუნ­დეს­ლი­გა­ში ყვე­ლა გუნ­დი, თით­ქოს უმო­ტი­ვა­ცი­ოც კი, ბო­ლომ­დე იბ­რ­ძ­ვის.

ასე რომ, იოლი შეხ­ვედ­რა არ­ცერთ მათ­განს არ ელო­დე­ბა. საკ­მა­რი­სია აღი­ნიშ­ნოს, რომ თვით მეშ­ვი­
დე ად­გილ­ზე მყოფ "ჰო­ფენ­ჰა­იმ­საც" აქვს სა­უ­კე­თე­სო ოთხე­ულ­ში მოხ­ვედ­რის შან­სი.

ფაქ­ტე­ბი
  • "აუგ­ს­ბურგს" ბუნ­დეს­ლი­გა­ში არა­სო­დეს მო­უ­გია "ლე­ვერ­კუ­ზე­ნის­თ­ვის".
  • "ჰო­ფენ­ჰა­იმს" მიჯ­რით ოთხი ბუნ­დეს­ლი­გუ­რი მატ­ჩი არ წა­უ­გია.
  • "ბა­ი­ერ­ნი­სა" და "დორ­ტ­მუნ­დის" ბო­ლო 5 შეხ­ვედ­რა­ში ორი­ვემ გა­ი­ტა­ნა მი­ნი­მუმ თი­თო გო­ლი.
  • "ვერ­დე­რი­სა" და "აინ­ტ­რახ­ტის" ბო­ლო 3 შეხ­ვედ­რა­ში ორი­ვემ გა­ი­ტა­ნა მი­ნი­მუმ ერ­თი გო­ლი მა­ინც.
  • "მა­ინ­ც­მა" "გლად­ბა­ხი" ბო­ლოს 2016 წელს და­ა­მარ­ცხა.

ბუნ­დეს­ლი­გა. XXVIII ტუ­რი
შა­ბა­თი, 31 მარ­ტი
ჰო­ფენ­ჰა­ი­მი-კი­ოლ­ნი 17:30
შალ­კე-ფრა­ი­ბურ­გი 17:30
ლე­ვერ­კუ­ზე­ნი-აუგ­ს­ბურ­გი 17:30
ჰა­ნო­ვე­რი-ლა­იპ­ცი­გი 17:30
შტუტ­გარ­ტი-ჰამ­ბურ­გი 17:30
ბა­ი­ერ­ნი-დორ­ტ­მუნ­დი 20:30
ჰერ­ტა-ვოლ­ფ­ს­ბურ­გი 22:30

კვი­რა, 1 აპ­რი­ლი
ვერ­დე­რი-აინ­ტ­რახ­ტი 17:30
მა­ინ­ცი-გლად­ბა­ხი 20:00

ბომ­ბარ­დი­რე­ბი: 23 რო­ბერტ ლე­ვან­დოვ­ს­კი (ბა­ი­ერ­ნი); 13 პი­ერემე­რიკ ობა­მე­ი­ან­გი (დორ­ტ­მუნ­დი), ნილს პე­ტერ­სე­ნი (ფრა­ი­ბურ­გი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული