თითქმის 8 თვის შემდეგ - მანუელ ნოიერი საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერი, რომელიც 2017 წლის სექტემბრის შემდეგ მკურნალობს, "რეკორდმაისტერის" საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა.

ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუ როდის შეძლებს კონკრეტულად 32 წლის კარის დარაჯი თამაშს, თუმცა ეს, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მოხდება.

ნოიერმა 20 სექტემბერს მარცხენა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და თითქმის 8 თვეა უქმადაა. გამოცდილი კარის დარაჯი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშსაც აპირებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული