"დორტმუნდი" რობერტ ლევანდოვსკის დასაბრუნებლად მზადაა 100 მილიონი გადაიხადოს

AutoSharing Option
"დორტმუნდის" გენერალურმა დირექტორმა ჰანს-იოაჰიმ ვატცკემ განაცხადა, რომ "ბაიერნის" თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის დაბრუნება სურთ.

"რობერტმა თავისი საქმე იცის, იცნობს როგორც ლიგას ასევე გუნდს. ვიცით, ადაპტაცია არ დასჭირდება და გადმოსვლისთანავე დაგვეხმარება. ეს მსოფლიოში ბევრს არ შეუძლია. ასეთ ფეხბურთელში 100 მილიონ ევროსაც კი გადავიხდიდით.

ტოპ-ფეხბურთელების ფასმა უკვე 50 მილიონს გადააჭარბა და ხშირად 100 მილიონს აღწევს. ჩვენც შეგვიძლია ამხელა თანხის გადახდა.

თუმცა, მართალი გითხრათ, გვირჩევნია თავად გავზარდოთ ასეთი მოთამაშეები. ჩვენი გუნდი მუდამ ასე იქცეოდა".

altრობერტ ლევანდოვსკიმ "ბაიერნიდან" წასვლა გადაიფიქრა







მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული