ული ჰიონესი: სულელურად არ მოვიქცევით და ტრანსფერში 200 მილიონს არ გადავიხდით

AutoSharing Option
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ჩემპიონთა ლიგაზე მისი გუნდის ასპარეზობასა და სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა.

"უკანასკნელი 10 წელია კარგად ვთამაშობთ. ასე კარგად კარგა ხანია არ გვითამაშია. თუ ჩემპიონატს 20-ქულიანი სხვაობით მოვიგებთ და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დავმარცხდებით, ამბობენ, რომ წარუმატებელი სეზონი გვქონდა.

ჩვენ სხვა გუნდებს კი არა, არამედ სახელმწიფოებს ვეთამაშებით.

თუ რომელიმე პოზიციაზე პრობლემები დავინახეთ, ვიყიდით ფეხბურთელს 50, 60 ან 80 მილიონ ევროდ, მაგრამ ეს გამონაკლისი იქნება.

ერთ რამეს დანამდვილებით გეტყვით, სულელურად არ მოვიქცევით
და ტრანსფერში 200 მილიონს არ გადავიხდით".

ადრე მან პსჟ და "მანჩესტერ სიტი" იმის გამო გააკრიტიკა, რომ კატარიდან და საუდეთის არაბეთიდან კოლოსალურ ფინანსურ დახმარებას იღებენ.

altგაცხარებული ული ჰიონესი: იოზილი წლებია ნეხვივით თამაშობს!

altული ჰიონესი: გუნდს მწვრთნელად მოურინიოს მსგავსი სუპერვარსკვლავი არ სჭირდება

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩემი ნება რომ იყოს 20 მილიონს გავხდიდი ბოლო სტავკას.ამდენ მილიონებს რომ იხდიან მაგიტომაც დაემსგავსა ფეხბურთი ბაზარს,ამფულს ამოღება ხომ უნდა და მაგიტომაცაა სამითნოლს იგებ გუნდი და დარჩენილ ხუთწუთში ან ნიჩიას ამთავრებენ ან საერთოდაც მეორე გუნდი იგებს,ფეხბურთი შემორჩა მხოლოდ სახელად,რადგან ბურთით თამაშობენ,დანარჩენი ფეხბურთის გარდა ყველაფერია((((
euhh
16:50 04-08-2018
0
მე მჯერა თქვენი ული.
ტიმო
07:19 04-08-2018
1

სიახლეები პოპულარული