გაცხარებული ული ჰიონესი: იოზილი წლებია ნეხვივით თამაშობს!

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა მესუთ იოზილის გერმანიის ნაკრებიდან წასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"მიხარია, რომ ეს ყველაფერი დასრულდა. ეს კარგი ამბავია გერმანიის ნაკრებისთვის. ყოველთვის, როცა "ბაიერნი" ლონდონის "არსენალს" ხვდებოდა, იოზილის მხარეს ვუტევდი, რადგან ის ყველაზე სუსტი რგოლი იყო.

იოზილი წლებია ნეხვივით თამაშობს. ბოლოს მან მეტოქეს ბურთი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე აართვა. ახლა კი ერდოღანის ფოტოს ქვეშ იმალება და ყველაფერს სხვას აბრალებს. საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო.

ყველაზე საშინელება ისაა, რომ სოციალურ ქსელებში 35 მლნ ფან-ბიჭუნა ჰყავს, რომლებიც რა თქმა უნდა,
რეალურ ცხოვრებაში არ არსებობენ. მათ მისი თითოეული ჩვეულებრივი ზუსტი პასი ახარებთ", - თქვა ჰიონესმა.

მომზადებულია sport1.de-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული