ბუნდესლიგა. I ტური: ყველაზე დამაჯერებელი "დორტმუნდია" [VIDEO]

AutoSharing Option
ტოპ-ჩემპიონატებიდან ყველაზე ბოლოს გერმანიის ბუნდესლიგა დაიწყო და ახალი სეზონი, ტრადიციულად, მოქმედმა ჩემპიონმა გახსნა - "ბაიერნი" შინ იღებდა "ჰოფენჰაიმს".

პირველ ტაიმში მიუნხენელებს შორის ყველაზე აქტიური კინგსლი კომანი იყო, რომელიც თავის ფლანგზე ძალიან თავისუფლად გრძნობდა თავს, თუმცა პირველ ბურთზე საგოლე პასი ჯოშუა კიმიხმა შეასრულა და თომას მიულერმა ახალი ჩემპიონატის პირველი გოლი გაიტანა. კომანს კი არ გაუმართლა, რადგან პირველი ტაიმის ბოლოს მძიმე ტრავმა მიიღო და ისევ ხანგრძლივი დროით გამოვიდა მწყობრიდან.

მეორე ტაიმში "ჰოფენჰაიმი" უფრო თამამი იყო და სხვათა შორის, მატჩის შემდეგ გუნდებს თანაბარი
რაოდენობის ზუსტი დარტყმები დაუგროვდათ (5-5). თუმცა, სტუმრებს აქტიურობა მაინც აკლდათ, რაზეც ის მეტყველებს, რომ "ბაიერნი" მთელი მატჩის განმავლობაში 2-ჯერ (!) დაჯარიმდა.

"ჰოფემ" მაინც გაათანაბრა - შალაიმ გამოიყენა ხავი მარტინესის შეცდომა, მაგრამ ბოლომდე ვერ გაძლო და რობერტ ლევანდოვსკისა და არიენ რობენისგან გაუშვა.


ახალ სეზონში "ბაიერნის" ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად "შალკე" მიიჩნევა, თუმცა, ამ გუნდს სტარტი ცუდი გამოუვიდა - შარშან გავარდნას გადარჩენილმა "ვოლფსბურგმა" მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოუგო ვიცე-ჩემპიონს. "შალკემ" 65-ე წუთიდან ათი კაცით ითამაშა, მაგრამ კინაღამ შეძლო ქულის აღება.

ტურის მთავარი მატჩი მიონხენგლადბახში გაიმართა და პირველ 45 წუთში უამრავი გამოუყენებელი მომენტი იყო. მაგალითად, პენალტი ვერ გამოიყენა თორგან აზარმა. თუმცა, მასპინძლებმა მეორე პენალტი გაიტანეს და იქვე ჯონსონმა საბოლოოდ გადაუსვა ხაზი "ლევერკუზენის" იმედებს. იმის გათვალისწინებით, რომ "გლადბახს" წელს ევროთასები არ უწევს, ეს გუნდი შორს შეიძლება წავიდეს.

ტურის ბოლო შეხვედრაში მოიგო "დორტმუნდმა". შესანიშნავი შენაძენი აღმოჩნდა ლუსიენ ფავრის გუნდისთვის აქსელ ვიტსელი. მან გერმანიის თასზე გადაარჩინა თავისი გუნდი, ახლა კი გარდამტეხი გოლი გაიტანა "ლაიპციგის" კარში. ტურში ერთადერთი დიდი ანგარიშით მოგება "დორტმუნდისაა".


ფაქტები
  • დორტმუნდელმა მარკო როისმა ბუნდესლიგაში თავისი მე-100 გოლი გაიტანა.
  • 3 გოლი გაიტანა გერმანიის თასისა და გერმანიის ჩემპიონატის ორ მატჩში ჰანოვერელმა ვაიდანდტმა, რომელსაც ამ სეზონამდე მხოლოდ რეგიონალლიგაში ჰქონდა ნათამაშები და მაქსიმალური ხელფასი 400 ევროს უდრიდა.
  • იბიშევიჩი (111) გოლებით მესამე ადგილზეა ბუნდესლიგაში მოქმედ ლეგიონერებს შორის - პისაროსა (192) და ლევანდოვსკის (182) შემდეგ.
  • "ვერდერს" შინ 2017 წლის ოქტომბრის შემდეგ არ წაუგია.
  • გლადბახელმა ჰოფმანმა შეწყვიტა ბუნდესლიგაში 52-მატჩიანი უგოლო სერია.

ბუნდესლიგა. I ტური
ბაიერნი-ჰოფენჰაიმი 3:1
გოლები: 1:0 მიულერი (23), 1:1 შალაი (57), 2:1 ლევანდოვსკი (82-პენ), 3:1 რობენი (90)
ბაიერნი: ნოიერი, ზიულე, ალაბა, კიმიხი, ბოატენგი, კომანი (45. რობენი), ხავი მარტინესი (67. გორეტცკა), ტიაგო ალკანტარა, რიბერი (83. ხამეს როდრიგესი), ლევანდოვსკი, მიულერი.

ვერდერი-ჰანოვერი 1:1
გოლები: 0:1 ვაიდანდტი (76), 1:1 გებრესელასიე (85)

ვოლფსბურგი-შალკე 2:1
გოლები: 1:0 ბრუქსი (33), 1:1 ბენტალები (85-პენ), 2:1 გინჩეკი (90)
შალკე: ფერმანი, ნალდო, ნასტასიჩი, ბაბა, სანე, მაკენი, კალიჯური, სერდარი (83. ბენტალები), ჰარითი (58. ემბოლო), უტი, ბურგშტალერი (73. ტოიხერტი).
გაძევება: ნასტასიჩი (65. შალკე).

ჰერტა-ნიურნბერგი 1:0
გოლი: 1:0 იბიშევიჩი (27)

ფორტუნა-აუგსბურგი 1:2
გოლები: 1:0 რამანი (39), 1:1 ჰინტერეგერი (57), 1:2 ჰანი (76)

ფრაიბურგი-აინტრახტი 0:2
გოლები: 0:1 მიულერი (10), 0:2 ჯონსონი (82)

გლადბახი-ლევერკუზენი 2:0
გოლები: 1:0 ჰოფმანი (55), 2:0 ჯონსონი (58)
გლადბახი: ზომერი, იანტჩკე, ბაიერი, გინტერი, ვენდტი, აზარი, ჰოიჰაუსი (88. ზაკარია), ჯონსონი (83. ჰერმანი), ჰოფმანი, შტრობლი, რაფაელი (79. პლეა).
ლევერკუზენი: ოზჩანი, დრაგოვიჩი, ტა, ვენდელი, ჰენრიხსი (64. ტელინი), ბრანდტი, ბეილი (77. ვაიზერი), ჰაფერცი, კორი, ფოლანდი (77. ბელარაბი), ალარიო.

მაინცი-შტუტგარტი 1:0
გოლი: 1:0 უჯა (76)

დორტმუნდი-ლაიპციგი 4:1
გოლები: 0:1 ოგუსტენი (1), 1:1 დაუდი (21), 2:1 ზაბიტცერი (40), 3:1 ვიტცელი (43), 4:1 როისი (90)
დორტმუნდი: ბურკი, პიშჩეკი, აკანჯი, დიალო, შმელცერი (87. რაფაელ გერეირო), დაუდი, ვიტცელი, დილეინი, პულიშიჩი (77. სანჩო), ფილიპი (70. ვოლფი), როისი.

მომდევნო ტური
31 აგვისტო. ჰანოვერი-დორტმუნდი
1-ლი სექტემბერი. ჰოფენჰაიმი-ფრაიბურგი, ლევერკუზენი-ვოლფსბურგი, აინტრახტი-ვერდერი, აუგსბურგი-გლადბახი, ნიურნბერგი-მაინცი, შტუტგარტი-ბაიერნი
2 სექტემბერი. ლაიპციგი-ფორტუნა, შალკე-ჰერტა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული