"ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შაჰინის დამატება გვინდოდა. ის მაღალი დონის ფეხბურთელია და მოხარული ვართ, რომ ჩვენი გუნდის წევრი გახდა", - განაცხადა "ვერდერის" სპორტულმა დირექტორმა ფრანკ ბაუმანმა.
მან გასულ სეზონში ბუნდესლიგის 18 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
შეგახსენებთ, მას "რეალსა" და "ლივერპულში" უთამაშია.
შაჰინს "ბორუსიას" მწვრთნელობა უნდა და "რეალს" ჰოლივუდს ადარებს