შეიძლება ეს ბუნდესლიგას ოდნავ მოსაწყენს ხდის, მაგრამ ფაქტია, რომ "რეკორდმაისტერი" საგრძნობლად აღემატება ყველა მეტოქეს. მიუნხენური გრანდი ახლა მხოლოდ ერთ ინტრიგას ტოვებს - რამდენს გაუტანს მეტოქეს?
კორენტენ ტოლისოსა და კინგსლი კომანის არყოფნას ნიკო კოვაჩი ისედაც შეჩვეული იყო. ახლა მათ ესპანელი ცენტრალური ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარაც დაემატა. მან შეიძლება "აუგსბურგთან" მატჩი გამოტოვოს. და მაინც, "ბაიერნი" უდავო ფავორიტია, რადგან, ჯერ ერთი, მეტოქეს აშკარად აღემატება და მეორე - მეტოქეს საკადრო პრობლემები აქვს და რამდენიმე
სეზონი ყოჩაღად დაიწყო "ჰერტამ". პალ დარდაის გუნდი მეორე ადგილზეა და წაგების სიმწარე არ იცის. ბერლინელები რთულ გასვლით მატჩს გამართავენ "ვერდერთან". თავის მხრივ, ბრემენელებმაც კარგად დაიწყეს მიმდინარე ბუნდესლიგა და ისინიც დაუმარცხებლები არიან. ორივე გუნდს რამდენიმე მოთამაშე ჰყავს დაშავებული.
"შალკეს" არ ჰყავს ისეთი შემადგენლობა, ჩემპიონთა ლიგასა და ბუნდესლიგაში ტოლ-სწორად რომ იბრძოლოს და ეს შედეგებსაც ეტყობა. როგორც უნდა იყოს, გელზენკირხენელებმა "ფრაიბურგთან" გასვლით მატჩში მიზნად მხოლოდ 3 ქულის მოპოვება უნდა დაისახონ თავიანთი სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, თუმცა ეს არ იქნება იოლად შესასრულებელი მიზანი...
ბაუმგარტლინგერის, რეცოსისა და ბელარაბის გარეშე ითამაშებს "ლევერკუზენი", რომელიც დიუსელდორფში ჩადის. ამ სამეულის გარდა, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის მინდორზე გასვლაა საეჭვო. და მაინც, "ფარმაცევტები" ამ შეხვედრის ფავორიტებად მოიაზრებიან.
დიალო, გიოტცე, ტოპრაკი და ვაიგლი - ეს "დორტმუნდის" დანაკლისია "ნიურნბერგთან" მატჩში. წესით, მასპინძლებს, რომელთაც შეიძლება გერეირო და პაკო ალკასერი დააკლდნენ, დიდად არ უნდა გაუჭირდეთ მოგება.
ფაქტები
- "ვერდერსა" და "ჰერტას" შორის ბოლო 4 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
- "ბაიერნსა" და "აუგსბურგს" შორის ბოლო 8 მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
- "ლევერკუზენმა" უკანასკნელი 4 მატჩი მოუგო დიუსელდორფის "ფორტუნას".
- "გლადბახსა" და "აინტრახტს" შორის ბოლო 3 მატჩში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.
- "დორტმუნდმა" ბოლო შეხვედრაში 3:0 აჯობა "ნიურნბერგს".
- "მაინცისა" და ვოლფსბურგის" ბოლო 5 მატჩი ფრედ დასრულდა.
- "ლაიპციგი" და "შტუტგარტი" სულ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივე მატჩი "მშრალი" ანგარიშით დასრულდა.
- "ფრაიბურგსა" და "შალკეს" შორის ბოლო 8 მატჩში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
ბუნდესლიგა. V ტური
სამშაბათი, 25 სექტემბერი
ვერდერი-ჰერტა 20:30
ბაიერნი-აუგსბურგი 22:30
ჰანოვერი-ჰოფენჰაიმი 22:30
ფრაიბურგი-შალკე 22:30
ოთხშაბათი, 26 სექტემბერი
ფორტუნა-ლევერკუზენი 20:30
დორტმუნდი-ნიურნბერგი 22:30
ლაიპციგი-შტუტგარტი 22:30
გლადბახი-აინტრახტი 22:30
მაინცი-ვოლფსბურგი 22:30
ბომბარდირები: 4 - ანჯეი დუდა (ჰერტა); 3 - ადამ შალაი (ჰოფენჰაიმი), სებასტიან ჰალერი (აინტრახტი), ვედად იბიშევიჩი (ჰერტა), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"