"აუგსბურგთან" ფრის შემდეგ "ბაიერნმა" "ჰერტასთან" წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუნდესლიგის მე-6 ტურში "ბაიერნი" "ჰერტასთან" ანგარიშით 0:2 დამარცხდა. 

გასულ ტურში საკუთარ მოედანზე "აუგსბურგთან" მოულოდნელად ქულების დაკარგვის შემდეგ (1:1) "რეკორდმაისტერი"  გასვლაზე "ჰერტასთან" 0:2 დამარცხდა.

წინა მატჩისგან განსხვავებით, ითამაშა მიუნხენელთა წამყვანმა თავდამსხმელმა ლევანდოვსკიმ, მიულერი კი მწვრთნელმა კოვაჩმა სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენა და შესვენების შემდეგ შეუშვა შეცვლაზე. ასევე შეცვლაზე შეუშვა გნაბრი და ვაგნერი, რომლებმაც "აუგსბურგთან" ვერ ივარგეს.

ვერც "ჰერტასთან" ვერ ივარგეს და "ბაიერნმა" ბოლო 2 მატჩში 5 ქულა დაკარგა.

"ბაიერნმა" ბუნდესლიგის უკანასკნელ 37 მატჩში მხოლოდ 2 შეხვედრაში ვერ გაიტანა გოლი და ორივეჯერ "ჰერტასთან".

სხვათა შორის, როდესაც ზაფხულში მწვრთნელი იუპ ჰაინკესი წავიდა, მიულერი გაეხუმრა: "ოქტომბერში შევხვდებით, ბოს".

ბერლინი. "ოლიმპიაშტადიონი"
ჰერტა - ბაიერნი 2:0
გოლები: 1:0 იბიშევიჩი (23, პენ), 2:0 დუდა (44)

ჰერტა: კრაფტი, რეკიკი, შტარკი, მიტელსტადტი, კალუ (ლეცკი 71), სკიელბრედი, ლაზარო, დუდა, მაიერი, იბიშევიჩი (სელკე 53), დილროსუნი (იასტრჟემბსკი 90+2)

ბაიერნი: ნოიერი, ბოატენგი, ალაბა, ზიულე, კიმიჰი, რობერი (მიულერი 52), რიბერი, ხამესი (ვაგნერი 72), ალკანტარა, სანჩეში (გნაბრი 63), ლევანდოვსკი

alt"ბაიერნს" გამარჯვება მარიო გიოტცეს ძმამ არ დაანება, რომელიც გუნდიდან ზაფხულში გაუშვეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული