"ბაიერნის" ფეხბურთელები, წარუმატებლობის მიუხედავად, "ოქტობერფესტზე" მხიარულობენ [PHOTO]

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელები ტრადიციულ ფესტივალს, "ოქტობერფესტს" ესტუმრნენ.

კლუბის "ტვიტერის" ინფორმაციით, ფეხბურთელები ღონისძიებაზე თემატურ კოსტიუმებში მეორე ნახევრებთან ერთად მივიდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ 1999 წლის შემდეგ პირველად "ბაიერნმა" "ოქტობერფესტის" პერიოდში (22 სექტემბერი-7 ოქტომბერი) ერთი მატჩიც ვერ მოიგო, მოთამაშეები მხიარულ განწყობაზე იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის მე-5 ტურში "ბაიერნი" "აუგსბურგს" ფრედ, 1:1 ეთამაშა, შემდეგ "ჰერტასთან" 0:2 წააგო, ჩემპიონთა ლიგაში კი "აიაქსთან" 1:1 ითამაშა, ხოლო შემდეგ "გლადბახთან" 0:3 განადგურდა.

Sportall.Ge

altბუნდესლიგა. VII ტური: "ბაიერნი" გაჩერდა, "დორტმუნდი" მიფრინავს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული