კლუბის "ტვიტერის" ინფორმაციით, ფეხბურთელები ღონისძიებაზე თემატურ კოსტიუმებში მეორე ნახევრებთან ერთად მივიდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ 1999 წლის შემდეგ პირველად "ბაიერნმა" "ოქტობერფესტის" პერიოდში (22 სექტემბერი-7 ოქტომბერი) ერთი მატჩიც ვერ მოიგო, მოთამაშეები მხიარულ განწყობაზე იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის მე-5 ტურში "ბაიერნი" "აუგსბურგს" ფრედ, 1:1 ეთამაშა, შემდეგ "ჰერტასთან" 0:2 წააგო, ჩემპიონთა ლიგაში კი "აიაქსთან" 1:1 ითამაშა, ხოლო შემდეგ "გლადბახთან" 0:3 განადგურდა.
ბუნდესლიგა. VII ტური: "ბაიერნი" გაჩერდა, "დორტმუნდი" მიფრინავს [VIDEO]