
ბუნდესლიგის მე-8 ტურში "აინტრახტმა" სახლში დიუსელდორფის "ფორტუნა" გაანადგურა 7:1.
ამ მატჩში 5 გოლი მასპინძელთა 20 წლის სერბმა თავდამსხმელმა ლუკა იოვიჩმა გაიტანა. მან ჩემპიონატის 6 შეხვედრაში უკვე 7 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირია. აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში იოკიჩმა ბუნდესლიგის 22 შეხვედრაში 8-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
ბომბარდირთა დავაში 6 გოლით მეორე ადგილზე "დორტმუნდის" ფორვარდი პაკო ალკასერია.
"აინტრახტმა" ამ მოგებით 13 ქულა დააგროვა, ამდენივე ქულა აქვს "ბაიერნს" და ბურთების უკეთესი სხვაობით ჯერჯერობით მე-6 ადგილზე ფრანკფურტული გუნდია.
"ბაიერნი" დღეს სტუმრად "ვოლფსბურგს" ეთამაშება.