ბუნდესლიგა. XIV ტურის წინ: დაუნდობელი დერბი

AutoSharing Option
ყველასთვის მოულოდნელად, ბუნდესლიგის მოგების მთავარი პრეტენდენტი "დორტმუნდია". ლუსიენ ფავრის გუნდი ძალიან თანაბრად და სანახაობრივად თამაშობს. ყველაფერს ემატება მწვრთნელის ფაქტორიც. სწორედ ფავრი აღმოჩნდა ის სპეციალისტი, რომელმაც შეძლო და გუნდს ძველი რწმენა აღუდგინა.

და მაინც, რურის დერბიში ფავორიტის გამორჩევა ძალიან გაგვიჭირდება. როგორ ფორმაშიც უნდა იყოს "შალკე", ის ყოველთვის ბოლომდე ებრძვის თავის მთავარ მტერს. ამის დასტურია თუნდაც მათი ბოლო 5 ურთიერთდაპირისპირება, რომელთაგან 4 - ფრედ დასრულდა, ერთი თამაში კი "შალკემ" მოიგო.

როგორც "შალკეს", ისე "დორტმუნდს რამდენიმე საჭირო ფეხბურთელი აკლია. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს
თამაშის მსვლელობაზე ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს. ცხადია, მინდორზე დიდი დაძაბულობა იქნება.

თავისუფლადაა შესაძლებელი, რომ ამ მატჩში "დორტმუნდმა" ქულები დაკარგოს. ეს "ბაიერნის" შანსია, რომელიც ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვას. "რეკორდმაისტერი" მიმდინარე სეზონში ძალიან არასტაბილურია, მაგრამ "ნიურნბერგი" დღეს, ალბათ, არ არის ის გუნდი, გაბრაზებულ მონსტრს ქულებს რომ წაართმევს.

ძალიან საინტერესო უნდა იყოს მიმდინარე სეზონში ძალიან კარგად მოთამაშე "გლადბახის" დაპირისპირება "შტუტგარტთან". რა თქმა უნდა, ფავორიტი ჩემპიონატის "მთავარი აღმოჩენაა", თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ "შვაბები" შავ დღეში არიან და სულაც არ არის გამორიცხული, სეზონის ბოლოს კვლავ მოუწიოთ ბუნდესლიგის დატოვებამ.

"ფრაიბურგისა" და ერთ-ერთი ლიდერის, "ლაიპციგის" შეხვედრები ყოველთვის უხვგოლიანია და რაღა ამჯერად უნდა მოხდეს გამონაკლისი? წესით, მინდორზე უნდა ვიხილოთ ლაიპციგელთა ყველა ლიდერი.

ასევე კარგი თამაში უნდა გამოვიდეს "ჰერტასა" და "აინტრახტს" შორის. ამ შეხვედრაში ფავორიტის გამორჩევა აშკარად გაგვიჭირდება. ორივე გუნდი მთელ რიგ შემთხვევებში სანახაობრივ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას.

ფაქტები
  • "ვერდერისა" და "ფორტუნას" ბოლო 3 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
  • "ლევერკუზენისა" და "აუგსბურგის" ბოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა.
  • "ბაიერნმა" ბოლო 3 დაპირისპირება მოუგო "ნიურნბერგს".
  • "ფრაიბურგისა" და "ლაიპციგის" ბოლო 5 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "ჰანოვერმა" ბოლო 2 შეხვედრა მოუგო "მაინცს".
  • "ჰერტასა" და "აინტრახტს" შორის უკანასკნელ ორ შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "გლადბახსა" და "შტუტგარტს" შორის ბოლო 4 მატჩში ორივეს არ გაუტანია.

ბუნდესლიგა. XIV ტური
პარასკევი, 7 დეკემბერი
ვერდერი-ფორტუნა 3:1
გოლები: 1:0 კევინ მოელდი (20), 1:1 დოდი ლუკებაკიო (43. პენ), 2:1 მარტინ ჰარნიკი (71), 3:1 ჯოშუა სარგენტი (78)

შაბათი, 8 დეკემბერი
ბაიერნი-ნიურნბერგი 18:30
შალკე-დორტმუნდი 18:30
ლევერკუზენი-აუგსბურგი 18:30
ფრაიბურგი-ლაიპციგი 18:30
ვოლფსბურგი-ჰოფენჰაიმი 18:30
ჰერტა-აინტრახტი 21:30

კვირა, 9 დეკემბერი
მაინცი-ჰანოვერი 18:30
გლადბახი-შტუტგარტი 21:00

ბომბარდირები: 10 - პაკო ალკასერი (დორტმუნდი), ლუკა იოვიჩი (აინტრახტი); 9 - მარკო როისი (დორტმუნდი), სებასტიან ჰალერი (აინტრახტი); 8 - თორგან აზარი (გლადბახი), ალასან პლეა (გლადბახი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი); 7 - ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული