9 თებერვალს, ბუნდესლიგის 21-ე ტურში "დორტმუნდი" საკუთარ მოედანზე ფრეს დასჯერდა "ჰოფნჰაიმთან" - 3:3.
არადა, მასპინძლები 75-ე წუთამდე 3:0-ს იგებდნენ.
ამ მატჩში "დორტმუნდს" ავადმყოფობის გამო ვერ უხელმძღვანელა მისმა მწვრთნელმა ლუსიენ ფავრმა.
"დორტმუნდის" წაფორხილებით "ბაიერნმა" ისარგებლა, რომელმაც სახლში "შალკეს" 3:1 მოუგო და "დორტმუნდთან" ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა.
დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი". 81 365 მაყურებელი
დორტმუნდი - ჰოფენჰაიმი 3:3
გოლები: 1:0 სანჩო (34), 2:2 გიოტცე (43), 3:0 გერერო (66), 3:1 ბელფოდილი (75), 3:2 კადერაბეკი (83), 3:3 ბელფოდილი (87)