ბუნდესლიგა. XXV ტურის წინ: შენარჩუნდება ორი ლიდერი?

AutoSharing Option
შენარჩუნდება თუ არა ორხელისუფლებიანობა ბუნდესლიგაში? ეს კითხვა ახლა ყველას აწუხებს. მართალია, ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე "დორტმუნდია", მაგრამ ქულათა იდენტური რაოდენობა აქვს "ბაიერნსაც".

ორივე გუნდს საშინაო მატჩი ელის. დავიწყოთ "დორტმუნდით", რომელიც სატურნირო ცხრილის კენწეროშია. ლუსიენ ფავრის გუნდი კრიზისშია. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს "ტოტენჰემთან" ჩატარებული ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური შეხვედრები. მართალია, მეორე თამაშის პირველ ტაიმში დორტმუნდელები ცუდად არ გამოიყურებოდნენ, მაგრამ ორ შეხვედრაში გაშვებული 4 და ვერც ერთი გატანილი გოლი ყველაფერზე მეტყველებს.

დორტმუნდელთათვის მთავარი შვება ალბათ ისაა, რომ გუნდის ლაზარეთი პრაქტიკულად ცარიელია.
ამ დროისთვის იქ მხოლოდ პოლონელი ლუკაშ პიშჩეკი რჩება. რაც შეეხება "შტუტგარტს", რამდენიმე ფეხბურთელის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა. ყველა ხვდება, რომ თუ "დორტმუნდმა" საშინაო ასპარეზზეც არ დაიწყო მოგებები, ყველაფერი წყალში ჩაიყრება და სეზონი ჩავარდება საშინაო ასპარეზზეც.

"ბაიერნი" "მგლებთან" ბრძოლისთვის ემზადება. თანაც ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრობს. "რეკორდმაისტერი" ურთულესი გამოცდის წინაშე დგას - მერვედფინალიდან "ლივერპული" უნდა დაითხოვოს. გარდა ამისა, გუნდი საშინაო ასპარეზზე ჭიდაობს "დორტმუნდთან".

ამ დროისთვის "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელ ნიკო კოვაჩს ერთადერთი თავის ტკივილი აქვს. თითქმის გამორიცხულია ფრანკ რიბერის მინდორზე გასვლა. საეჭვოა რამდენიმე ფეხბურთელის თამაშიც.

ტურის სხვა მატჩებიც საინტერესო უნდა გამოდგეს. მნიშვნელოვანია, როგორ იასპარეზებენ "გლადბახი", "ლევერკუზენი", "აინტრახტი" და სხვა ის კლუბები, რომლებიც ჩემპიონატში მაღალი მიზნებისთვის იბრძვიან და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება სურთ. და მაინც, მთავარი ორი ტიტანის, ორი ძველი მეტოქის ბრძოლაა.

ფაქტები
"ვერდერმა" ბოლო 2 შეხვედრა მოუგო "შალკეს".
"ბაიერნისა" და "ვოლფსბურგის" ბოლო 4 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
იგივე მაჩვენებელი დაფიქსირდა "დორტმუნდისა" და "შტუტგარტის" ბოლო 10 მატჩში.
"ფრაიბურგმა" და "ჰერტამ" ბოლო სამ შეხვედრაში ფრედ ითამაშეს.
"ლაიპციგისა" და "აინტრახტის" ბოლო 3 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია. იგივე მოხდა "მაინცისა" და "გლადბახის" ბოლო 3 თამაშში.
"ჰოფენჰაიმისა" და "ნიურნბერგის" ბოლო 6 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა. ანალოგიური რამ დაფიქსირდა "ჰანოვერისა" და "ლევერკუზენის" ბოლო 4 თამაშში.

ბუნდესლიგა. XXV ტური
პარასკევი, 8 მარტი
ვერდერი-შალკე 4:2
გოლები: 0:1, 3:2 ემბოლო (26, 85), 1:1, 3:1 რაშიკა (33, 73), 2:1 კრუზე (პენ. 31), 4:2 ჰარნიკი (90+4)

შაბათი, 9 მარტი
ბაიერნი-ვოლფსბურგი 18:30
დორტმუნდი-შტუტგარტი 18:30
ლაიპციგი-აუგსბურგი 18:30
ფრაიბურგი-ჰერტა 18:30
მაინცი-გლადბახი 21:30

კვირა, 10 მარტი
ჰოფენჰაიმი-ნიურნბერგი 18:30
ჰანოვერი-ლევერკუზენი 21:00

ორშაბათი, 11 მარტი
ფორტუნა-აინტრახტი 23:30

ბომბარდირები: 15 - ლუკა იოვიჩი (აინტრახტი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - მარკო როისი (დორტმუნდი), პაკო ალკასერი (დორტმუნდი); 12 - სებასტიან ჰალერი (აინტრახტი), იუსუფ პოულსენი (ლაიპციგი); .

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული